"ეს არის ჩემი ბათუმი", — ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

"ისე მენატრებოდა აქაურობა. ეს არის ჩემი ოცნების აღსრულება. მაგრამ საბოლოოდ ეს ასრულდება, როცა საქართველო დადგება ფეხზე [...] ჩვენ უნდა მივიდეთ 2-ში, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ 3-ში შევიკრიბოთ რუსთაველი შევავსოთ, თავისუფლების მოედანი", — აცხადებს ის.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოში იმყოფება. მანამდე კი სააკაშვილმა 27 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.