ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა ექიმებისა და ექთნებისთვის — რა ვიცით
ოჯახის ექიმებსა და ექთნებს, ვინც აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ხელფასზე დანამატი დაერიცხებათ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაბამისი პროგრამა მიმდინარე კვირის ბოლოს ამოქმედდება.
გაბუნიას თქმით, პროგრამის მიზანი, ძირითადად, სოფლად მცხოვრები, 60 წელს გადაცილებული მოსახლების აცრაა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მოსახლეობის ამ ნაწილში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.
"ოჯახის ექიმების და ექთნების წახალისების სქემა, პირველ რიგში, ითვალისწინებს იმას, რომ ოჯახის ექიმმა და ექთანმა ჩაატაროს კონსულტაცია და 60 წლის ზემოთ მოქალაქეს, დეტალურად აუხსნას ვაქცინაციის სიკეთეები, გვერდითი მოვლენები და ა.შ.
ამისთვის განსაზღვრული თანხა არის 20 ლარის ოდენობით, საიდანაც 80% უნდა მოხმარდეს ექიმისა და ექთნის ანაზღაურებას და 20% შეიძლება დაიხარჯოს ადმინისტრაციულ რესურსზე", — განმარტავს თამარ გაბუნია.
მისი თქმით, პროგრამის დასაფინანსებელი სქემა შედეგზეა ორიენტირებული, რაც გულისხმობს, რომ ექიმები და ექთნები დანამატს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მათ სამიზნე პაციენტი აიცრება.
"იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აიცრება, ექიმი და ექთანი მიიღებს ასანაზღაურებელი თანხის 50%-ს, პირველი აცრის შემდეგ, მეორე აცრის შემდეგ მიიღებს მეორე 50%-ს. ამდენად, ეს არის შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სქემა, რომელიც ითვალისწინებს ანაზღაურებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც შედეგი დადგება", — ამბობს თამარ გაბუნია.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ხუთშაბათს, 7 ოქტომბერს გაიმართება იმუნიზაციის საბჭო, სადაც დააზუსტებენ პროგრამის დეტალებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მსგავსი სქემა მუშაობდა C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამაზეც.
"იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოვიდნენ ასაცრელად ხალხი, ახლა ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ეს იქნება კარდაკარის პრინციპის პროცესი, როცა ექიმები თავად მივლენ მოსახლეობასთან და ეცდებიან დაარწმუნონ, რომ აიცრან.
გაიგე მეტი:
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ, შსს განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ, შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
კომენტარები