მე ვმოძრაობ რწმენით, რომ სააკაშვილი თქვენ ჩამოიყვანეთ და აუფრიალეთ თვალწინ მოსახლეობას — ხვიჩია "ოცნებას"
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მმართველმა გუნდმა ჩამოიყვანა, აუფრიალა თვალწინ საქართველოს მოსახლეობას და ამით წაიღო არჩევნები ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ.
"მოგილოცავთ ამ შესანიშნავ გაამრჯვებას ორ გამარჯვებულ პარტიას, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას და გილოცავთ იმას, რომ ამჯერად იმუშავა კიდევ ერთხელ თქვენმა ტრიუკმა, რომელმაც, როგორც აგერ ბატონი ირაკლი საუბრობს მე-8 არჩევნები მოგაგებინათ, მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, ზოგადად, როგორ ვუყურებ პროცესს, რომელიც ამ ქვეყანაში ვითარდება. ბევრი სხვადასხვა ადამიანი ამას გაიმეორებს მომავალში და მინდა, რომ ამ ტრიბუნიდან იყოს ნათქვამი.
მე ვმოძრაობ რწმენით, რომ მიხეილ სააკაშვილი თქვენ ჩამოიყვანეთ, აუფრიალეთ თვალწინ საქართველოს მოსახლეობას. ამით წაიღეთ არჩევნები თქვენ და ნაციონალურმა მოძრაობამ ურთიერთშეთანხმებით", — განაცხადა მან პარლამენტში.
ხვიჩიას თქმით, ამ "ტრიუკმა" ამჯერად იმუშავა, თუმცა ის რჩევას აძლევს, ქართულ ოცნებას, რომ ამის გამოყენება უკვე სარისკოა და მომავალში არავინ იცის, დაიჯერებს თუ არა ხალხი იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა მმართველ გუნდს ებრძვის.
"ახლა ზის მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხანი ციხეში და მერე უკრაინაში ან სადმე გაადეპორტებთ ან რამე მსგავსს მოიფიქრებთ. ამ ტრიუკმა ამჯერად იმუშავა, მე მინდა, რომ მოგილოცოთ, მაგრამ ასევე, რჩევას მოგცემდით, რომ უკვე სარისკოა ამ ტრიუკის გამოყენება და დაანებეთ მიხეილ სააკაშვილს თავი, მომავალში კაცმა არ იცის დაგიჯერებენ თუ არა იმას, რომ მიხეილ სააკაშილი თქვენ გებრძვით და ნაციონალური მოძრაობა თქვენ გებრძვით.
აქედან გამომდინარე, დროა უკვე იფიქროთ თქვენს 2012 წლის დაპირებაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ იქნებოდა აქტუალური პოლიტიკური ძალა ნაცვლად იმისა, რაც გააკეთეთ 2012 წლის შემდეგ, 9 წლის თავზე ზუსტად იგივე მდგომარეობაა, რის გამოც მოხვედით და რა საფრთხის ასარიდებლადაც მოგიყვანათ ქართველმა ხალხმა", — განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, არ იცის, თუ რამდენად არის ეს მოსალოცი მათთვის, ან ქართველი ხალხისთვის.
"ასე ვუყურებ ამ არჩევნებს, არ ვიცი რამდენად არის ეს საზეიმო და მოსალოცი თქვენთვის, რამდენად არის მოსალოცი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, იმსახურებს ქართველი ხალხი იმას, რომ კიდევ 3 წლის განმავლობაში ეს გენიალური დუეტი ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის სახით, ჰყავდეს და უყუროს ამ მრავალფეროვნებას, რომელსაც თქვენ სთავაზობთ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად.
მადლობა ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ქართველ ხალხზე", — აცხადებს ხვიჩია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები