ცესკოს პირველადი მონაცემებით, თბილისში მეორე ტური იქნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი ინფორმაციით, თბილისში ნიკა მელიასა და კახა კალაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.
ამ დროისთვის კახა კალაძეს ხმების 45,4% აქვს მიღებული, ნიკა მელიას კი 34,13%. დათვლილია თბილისის 769 უბნიდან 320 უბნის შედეგები.

ფოტო: ცესკო
დღეს, 20:00 საათის შემდეგ სამი სხვადასხვა ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ მონაცემებს აჩვენებს. კერძოდ, Edison Research და IPSOS ამბობს, რომ თბილისში მეორე ტური იქნება, ხოლო GORBI-ის ეგზიტპოლის მიხედვით კახა კალაძეს 51,3%-იანი მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, Edison Research-ის მიხედვით, ქართული ოცნება 43%-იან ბარიერს ლახავს და 46% აქვს, ხოლო IPSOS-ის (მხოლოდ თბილისი) თანახმად, მმართველ გუნდის შედეგი 38%-ია, GORBI კი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას 47,6%-იანი მხარდაჭერა აქვს.
- Edison Research-ის ეგზიტპოლით, თბილისში მეორე ტური გაიმართება
- GORBI-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნება ლიდერობს და კალაძე პირველივე ტურში იგებს
- IPSOS-ის ეგზიტპოლით, ქართული ოცნება 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს და თბილისში მელია ლიდერობს
- რა შედეგები აქვთ თბილისის მერობის კანდიდატებს ყველა ეგზიტპოლის მიხედვით
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები