აჭარის იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმის, თამარ ბახტაძის თქმით, კლინიკაში გადაყვანილი 1 წლისა და 3 თვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება დამატებითი კვლევები.

"კლინიკაში ამ ეტაპზე ერთი ბავშვია შემოყვანილი. ბავშვის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, აღენიშნება მრავლობითი ზედაპირული დაზიანება და წვივის ძვლის მოტეხილობა", — ამბობს თამარ ბახტაძე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია ნგრევის მიზეზიც.

ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვცდილობთ. დეტალებს უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შემთხვევაზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია და ამ დროისთვის აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს.