26 მაისის ქუჩაზე განთავსებულ კორპუსში სამუშაოებზე ნებართვა არ გაგვიცია — საჯარო რეესტრი
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით ნებართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არ გაუცია და ის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო არ არის.
უწყების განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. ადმინისტრაციული წარმოება კი, მიმდინარე განაცხადზე, მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარიმართა.
"2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N13, (სარდაფი) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი არ იყო წარმოდგენილი.
"განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა", — ირწმუნება უწყება.
მას შემდეგ, რაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, გავრცელდა არაერთი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნგრევა მშენებლობამ გამოიწვია. მერიაში ამბობენ, რომ ბოლო წლებში ამ კორპუსზე მსგავსი ნებართვა არ გაცემულა, პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ ბინის ერთ-ერთ მფლობელს, სავარაუდოდ, სარდაფისა და ბინის გაერთიანება სურდა.
4 ოქტომბერს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა საჯარო რეესტრს მიმართა და 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე კორპუსის სარდაფის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება 8 ოქტომბერს, 18:33 საათზე, ანუ მას შემდეგ შეაჩერა, როცა კორპუსი უკვე ჩამონგრეული იყო. უწყებამ ბუდატოვს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინისა და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი მოსთხოვა.
გარდა ამისა, საჯარო რეესტრი მიუთითებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონზე და ამობს, რომ ამხანაგობის წევრების საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ამ ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. როგორც ჩანს, ბუდატოვს ყველას თანხმობა არ ჰქონდა.
ბუდატოვს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად 30-დღიანი ვადა განესაზღვრა. რეესტრის გადაწყვეტილებაში მითითებულია ისიც, რომ ამ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.
როგორც საჯარო დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი, ბუდატოვი (ზოგიერთ დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ბუდაგოვი) ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე 73,03 კვ.მ და 36,18 კვ.მ-ის ფართობის ბინებს ფლობდა. მისსავე მფლობელობაში არსებული სარდაფის ფართობი კი 5,78 კვ.მ იყო.
სავარაუდოა, რომ ბუდატოვს სარემონტო სამუშაოები დაწყებული ჰქონდა. ნგრევის თვითმხილველი ამბობს, რომ კორპუსის ჩამოშლამდე დაინახა ადამიანები, რომლებსაც შენობაში სამშენებლო იარაღები შეჰქონდათ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაურ ბუდატოვი გამოკითხვაზეც იყო დაბარებული.
რეესტრის ამონაწერზე თავდაპირველად ინფორმაცია ბათუმელებმა გაავრცელა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და ამას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, "სახლი ზანზარებდა". გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კორპუსის სარდაფიდან დიდი ოდენობით მიწა ამოიღეს.
ბათუმის მერის მოადგილემ თქვა, რომ ჩამონგრეული კორპუსში მშენებლობაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში, მერიას ნებართვა არ გაუცია. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ნგრევის მიზეზები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
სამშენებლო სამუშაოებს ასახელებს სავარაუდო მიზეზად შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. მისი თქმით, შესაძლოა, ნგრევა ქვედა სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია, რომელსაც მესაკუთრეები აკეთებდნენ. თუმცა გომელაური დასძენს, რომ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს, გამთენიისას განაცხადა, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული ზაურ ბუდატოვია, რომელმაც 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრს მიმართა და 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე კორპუსის სარდაფის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე, ასევე, მის მიერ დაქირავებული ორი ადამიანი.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში ერთ ადამიანს ეძებენ. რამდენიმე საათის წინ ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის — ქალისა და 12 წლამდე მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისათვის ნაპოვნია 7 ცხედარი — 3 ბავშვი, 1 ასაკოვანი, 1 შუა ხნის ასაკის ქალი და 2 კაცი. სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები 24 საათზე მეტია გრძელდება.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები