სააკაშვილის ექიმი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა და მას საუბარი უჭირს
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მისი მდგომარეობა დამძიმდა, მას უჭირს საუბარი და მოძრაობა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა.
ექიმის თქმით, მას შემდეგ რაც ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილს ბევრი თაფლი აქვს, მან უარი თქვა თაფლისა და წვენის მიღებაზეც.
"ციხის ადმინისტრაციამ თხოვა მიხეილს, რომ დაელია ეს წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში და დაელია. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, როცა გაიგო ტელევიზიიდან, რომ 8 კგ თაფლი აქვს თითქოს და ლამის წვენების ქარხანა გახსნა საპყრობილეში, ამას იუმორით ვამბობ, უარი თქვა ყველაფერზე. დააბრუნა ეს წვენი, ერთი ბოთლი ჰქონდა და ასევე უარს ამბობს თაფლის მიღებაზე. ამან გაართულა მდგომარეობა. ახლა მარტო წყალს სვამს", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.
ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტს აქვს დაავადება, რომლის დროსაც შიმშილობა არ შეიძლება. მისივე თქმით, ამის გასაჯაროების უფლება ექსპრეზიდენტმა მისცა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მართლა ამბობს თუ არა ექსპრეზიდენტი უარს, გონების დაკარგვის შემთხვევაში, ექიმი ჩაერიოს და ვიტამინები გაუკეთონ, ყიფშიძე ამბობს, რომ სიმართლეა. მისი თქმით, ხვალ საპატიმროში შესვლას ისევ აპირებს და სავარაუდოდ, საჭირო გახდება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია.
"ესე თუ გაგრძელდა, არჩევნებამდე ჩვენ პრეზიდენტი ცოცხალი არ გვეყოლება მეგობრებო. მე პირდაპირ ვიძახი ამას და რა გითხრათ, ასე იქნება, თუ არაფერი არ მოხდა სხვანაირად. მიშა აპირებს, აუცილებლად გამოვიდეს მის სასამართლოზე, რომელიც არის ჩანიშნული 10 ნოემბერს. 10 ნოემბრამდე კი არა 30 [ოქტომბრამდე] ვერ გაძლებს ეს კაცი ასე. ვერ გაძლებს, არ არსებობს", — განაცხადა მან.
ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად On.ge პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.
მიხეილ სააკაშვილი 10 დღეა შიმშილობს. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ დაკავებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს.
7 ოქტომბერს სააკაშვილი პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა მოინახულა და გადასცა პატრიარქის თხოვნა, შეეწყვიტა შიმშილობა. მისი თქმით, სააკაშვილი უარზე იყო.
8 ოქტომბერს, სააკაშვილის ადვოკატმა, თქვა, რომ შიმშილობის გამო 12 კილოგრამი დაიკლო. 8 ოქტომბერს პენიტენციულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. ამას უპასუხა სააკაშვილის ექიმმა და თქვა, რომ საკვებს არ იღებს, წვენი დალია და ფული აღარ აქვს, რომ მეტი წვენი შეიძინოს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები