მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა გახარიას მიმართ, ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ — ხაზარაძე
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ცაგერში ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დაუჭერენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ "იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია".
"მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა პირადად ბატონ გახარიას მიმართ, ჩვენ ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია — იმიტომ, რო პიროვნული ამბები გაირკვევა, დამალული არაფერი არ იქნება", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.
მისივე თქმით, გიორგი გახარიასთან, როგორც ყოფილ პრემიერთან, ბევრი კითხვა აქვს.
"რა თქმა უნდა, 20 ივნისი და ბევრი სხვა რაღაცა, ეს ვიგულისხმე მე იმიტო, რო არ გეგონოთ, რო რაღაც პიორვნულ რაღაცაზე ვსაუბრობ, რა. მე ვლაპარაკობ ქვეყნის ყოფილ პრემიერზე, რომელთანაც ბევრი კითხვა მაქვს, როგორც მოქალაქეს და როგორც ადამიანს, რომელსაც სხვა ურთიერთობა ჰქონდა...
რა თქმა უნდა, არცერთი პირადი საკითხი არ არის, ეს არის ქვეყნის საკითხი ყველა, ამიტომ ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე პოლიტიკაა; იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე წყენაა იმიტო, რო ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს. მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა მოხდა რეალურად, ვინ როგორ იმოქმედა: სახელმწიფოებრივად თუ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ", — თქვა მამუკა ხაზარაძემ.
წამყვანმა მას ჰკითხა, იდგა თუ არა ამ გადაწყვეტილების უკან რაიმე კონსულტაცია, რაც ხაზარაძემ უარყო. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ოცნებას გამოართვან მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბოროტად იყენებს.
ლელომ ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებს მხარს დაუჭერენ, თუმცა უცნობი იყო შეეხებოდა თუ არა ეს გადაწყვეტილება გახარიას პარტიას.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები