კალაძე ჯერ ამბობს, რომ მისი კამპანია ოპონენტების ნაკლოვანებებზე მიმართული არ იყო, შემდეგ კი მელიას და ენმ-ს აკრიტიკებს
თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ამომრჩევლებს პირდაპირ ეთერში მიმართა და განაცხადა, რომ არჩევნებზე მისდამი აგრესიის და სიცრუის მიუხედავად, ევროპული კამპანია ჰქონდა. კალაძე ამბობს, რომ არ უსვამდა ხაზს ოპონენტების ნაკლოვანებებს, რის შემდეგაც ოპონენტების კრიტიკას იწყებს. კერძოდ, მეორე ტურში გადასულ კანდიდატს, ნიკა მელიას "ხულიგნურ პროვოკაციებში" ადანაშაულებს, ნაციონალურ მოძრაობას კი "ბოლშევიზმის" განსახიერებად მოიხსენიებს.
"ამ დროის განმავლობაში უპრეცენდენტო აგრესიის, სიძულვილისა და სიცრუის კამპანიის ობიექტი გავხდით მე, ჩემი მეუღლე, მშობლები და რაც, ალბათ, ყველაზე მეტად მძიმეა, ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც კი. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე ბოლომდე წარმემართა ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ. თბილისელებს შევთავაზეთ კიდეც დეტალური საარჩევნო პროგრამა და არაერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც მჯერა, თბილისს კიდევ უფრო განვითარებულ, ევროპულ, ლამაზ, მწვანე და მიმზიდველ ქალაქად აქცევს, შეიტანს მეტ სიცოცხლეს თბილისის ყველა უბანში.
სამწუხაროდ, არცერთი ჩემი ოპონენტისგან საზოგადოებას არ მოუსმენია ერთი ფასეული წინადადებაც კი თბილისის განვითარების შესახებ. ამის ნაცვლად, მთელი მათი კამპანია ხელისუფლების გადატრიალებაზე, არეულობის შექმნასა და ე.წ. რეფერენდუმზე იყო აგებული. მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს კი დღემდე ქვეყნის და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა", — ამბობს კალაძე.
ამის შემდეგ მერობის კანდიდატი, თანაგუნდელების მსგავსად, ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას იწყებს, მათ წარსულს ახსენებს და ხალხს მოუწოდებს არჩევნებზე მივიდნენ, რომ ერთად დაამარცხონ "ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე", რასაც მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა განასახიერებს. კალაძე აცხადებს, რომ ისინი, ვისაც "ბნელი წარსული" ახსოვთ, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდნენ.
"მყარ მომავალს მყარი ფუნდამენტი განაპირობებს, რომელიც წარსულის სწორ ანალიზს ეფუძნება. პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს მეორე ტურში გვიპირისპირდება, თბილისმა განაჩენი დიდი ხნის წინ გამოუტანა, თუმცა სამწუხაროდ დღესაც გვიწევს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სისხლის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი. ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის ის ბნელი წარსულია, რომელსაც არასდროს დავუბრუნდებით, თუმცა არც უნდა დავივიწყოთ, რომ ვიცოდეთ, რა გზა გამოვიარეთ და რა შეცდომები დავუშვით", — განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ კალაძის ამ მიმართვამდე ერთი საათით ადრე, მმართველმა გუნდმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეო გამოაქვეყნა. მათ ოფიციალურ, ვერიფიცირებულ ფეისბუქგვერდზე ატვირთულ ვიდეორგოლში გამოყენებულია ის კადრები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ტროლ-გვერდები ენმ-ის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ. ქართულმა ოცნებამ ამ კლიპს დავასრულოთ ნაცები დაარქვა და და #ნაცობასირხვილია დააჰეშთეგა.
კალაძემ აქამდეც არაერთხელ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის გამოყენების მომხრე არ არის. მაშინ, როდესაც მისი თანაგუნდელების და პრემიერმინისტრის წინასაარჩენო რიტორიკა სრულად ენმ-ის კრიტიკაზე იყო აგებული, ქვეყნის მასშტაბით კი ე.წ. სისხლიანი ბანერები იყო გაკრული, კალაძე ამბობდა, რომ ის ამომრჩევლებს თავის პროგრამას აცნობდა და ვერავინ გაიხსენებს შემთხვევას, როცა სიძულვილის ენა გამოიყენა.
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
კომენტარები