ევრორემონტის ჩატარება და ფლეიბოივით სიარული ქუჩაში, გეგონება პოდიუმზე დადის, არ არის მერობა — უგულავა კალაძეზე
თბილისის ყოფილი მერი და ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა დედაქალაქის მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს უხსნის, რა არის მერობა და რა არა. უგულავას თქმით, მერობა ადამიანების თანადგომაა და არა "ფლეიბოივით ქუჩაში სიარული".
"კონკრეტულს რამეს ჰპირდება? ეს, მარტო ევრორემონტის ჩატარება და მერე ფლეიბოივით სიარული ქუჩაში, გეგონება პოდიუმზე დადის. ეს არ არის მერობა. მერობა არის უამრავი გაჭირვებული ადამიანის თანადგომა. უამრავი გაფუჭებული, თუ დაძველებული, თუ ინფრასტრუქტურული, თუ ავარიული, თუ ათასი რამის გაკეთება და მერე თავის შეკავება", — განაცხადა უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში.
თავის შეკავებისკენ უგულავამ კალაძეს იმ ვიდეომიმართის გავრცელების შემდეგ მოუწოდა, სადაც კალაძე ნაციონალურ მოძრაობასა და მის კონკურენტს, ნიკა მელიას აკრიტიკებს.
"ის, რაც გუშინ კალაძისგან ვიხილეთ, უბრალოდ ადამიანური ტრაგედია იყო. სახე დაკარგული, ძალაუფლებას მოპოტინე ადამიანი, რომელიც ბრჭყალებით ეპოტინება და ცოტა ფეხები უკანკალებს, ვაიმე დედა, რა მეშველება. ამხელა კაცია, ძალაუფლების გარეშე არ უცხოვრია? ამხელა შედეგები ჰქონდა სხვა სფეროში, ხო? იცხოვრე თანამდებობის გარეშე, რა მოხდა? თანამდებობის დაკარგვა ტრაგედია კი არაა", — აცხადებს უგულავა.
გუშინ, 18 ოქტომბერს, კალაძემ ამომრჩევლებს პირდაპირ ეთერში მიმართა და განაცხადა, რომ არჩევნებზე მისდამი აგრესიის და სიცრუის მიუხედავად, ევროპული კამპანია ჰქონდა. კალაძე ამბობს, რომ არ უსვამდა ხაზს ოპონენტების ნაკლოვანებებს, რის შემდეგაც ოპონენტების კრიტიკას იწყებს. კერძოდ, მეორე ტურში გადასულ კანდიდატს, ნიკა მელიას "ხულიგნურ პროვოკაციებში" ადანაშაულებს, ნაციონალურ მოძრაობას კი "ბოლშევიზმის" განსახიერებად მოიხსენიებს.
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
კომენტარები