როგორ განაწილდება პოზიციები თბილისის მთავრობაში, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს — სია

ფოტო: Irakli Abesadze / Facebook
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.
ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერის მოადგილეები იქნებიან შემდეგი ოპოზიციონერი ლიდერები;
- ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე;
- გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე;
- პარტია დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია;
- ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე.
რაც შეეხება სამსახურების ხელმძღვანელობის პოზიციების განაწილებას, კანდიდატების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი — სოფო ჯაფარიძე;
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი — მედეა მეტრეველი;
- ანტიკორუფციული მიმართულება — გიორგი ნონიაშვილი;
- შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი — მამუკა აჩბა;
- მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი — დიმიტრი ბიძინაშვილი;
- იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი — გიგა ლემონჯავა;
- მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი — დავით ლაგვილავა;
- ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი — ვასო ურუშაძე;
- თბილის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი — ნიკა ვაჩეიშვილი;
- თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი — ბესო გაზდელიანი;
- გლდანის გამგებელი — თენგიზ გიორგაძე;
- ნაძალადევის გამგებელი — ლერი დემეტრაშვილი;
- დიდუბის გამგებელი — დავით ნაფეტვარიძე;
- ჩუღურეთის გამგებელი — კახა ჟღენტი;
- ვაკის გამგებელი — საბა ბუაძე;
- საბურთალოს გამგებელი — ოთარ თავართქილაძე;
- ისნის გამგებელი — ლანა გალდავა;
- სამგორის გამგებელი — გულიკო ზუმბაძე;
- კრწანისის გამგებელი — რომეო ფარულავა;
- მთაწმინდის გამგებელი — თამაზ დათუნაშვილი;
- არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი — ანა ბიბილაშვილი;
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ იყო მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებდა. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
- ცნობილი ადამიანები, რომლებზეც ვერ იფიქრებდი, რომ ნათესავები არიან ცნობილი ადამიანები, რომლებზეც ვერ იფიქრებდი, რომ ნათესავები არიან
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები