5 ივლისს ძალადობაში ბრალდებული კუტალაძე პატიმრობაში დატოვეს
5 ივლისს ძალადობაში ბრალდებული დავით კუტალაძე პატიმრობაში დატოვეს. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.
ჯამში დღეს 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებული 27 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათგან 20 ბრალდებული პატიმრობაში დარჩა, 7-ის სასამართლო პროცესი კი ამ წუთებშიც გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის შემდეგ, კუტალაძე აქტიურად ავრცელებდა ძალადობრივ მოწოდებებს, ემუქრებოდა მედიასა და აქტივისტებს, ადვოკატი პროცესის მიმდინარეობისას საუბრობდა, რომ საქმეში არ არსებობს "არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება", რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდება. მეტიც, მისი თქმით, ერთადერთი, რაზეც ბრალდების მხარემ, შესაძლოა, რომ ყურადღება გაამახვილოს TV პირველის დაზარალებული ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას ორი "ურთიერთგამომრიცხავი" ჩვენებაა.
"ერთ-ერთ ჩვენებაში მოწმე კატეგორიულად გამორიცხავს დავით კუტალაძის მიერ დანაშაულის ჩადენას, მეორე შემთხვევაში, იგივე მოწმე აცხადებს, რომ დავით კუტალაძემ ჩაიდინა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა. ბრალდებამ ჩემს კომენტართან დაკავშირებით, გააკეთა პასუხი, პასუხი იყო ასეთი — პირველი ჩვენების დროსო, მოწმე მირანდა ბაღათურია აფექტში იყოო. მირანდა ბაღათურია თავის ჩვენებაში აცხადებს, რომ მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა 13:00 საათზე, მისი პირველი გამოკითხვა შედგა 19:00 საათზე, 7 საათის შემდეგ, 7 საათი მირანდა ბაღათურია აფექტში იყო? არამგონია", — აცხადებდა ადვოკატი.
TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებულს, დათო კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 ივლისს შეეფარდა.
კუტალაძე 13 ივლისს სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ამბობდა, რომ ის არა მოძალადე, არამედ "ქართველი ვაჟკაცია". მიუხედავად იმისა, რომ მისი არაერთი ძალადობრივი მოწოდებაა ცნობილი, ის ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები ცდილობენ მისგან მოძალადე და "განტევების ვაცი" შექმნან. სასამართლოს დარბაზში ის ჰომოფობიურ განცხადებებსაც ავრცელებდა და ლგბტ თემს დამამცირებლად მოიხსენიებდა.
შსს-მ კუტალაძე 12 ივლისს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობისთვის დააკავა.
5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის შედეგად ათობით ჟურნალისტი დაშავდა, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული 11 ივლისს გარდაიცვალა. ამის გამო, მედიამ იმ დღესვე საპროტესტო აქცია გამართა, რადგან სახელმწიფომ მედიის და გამოხატვის უფლების დაცვა ვერ/არ უზრუნველყო და ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა. საპასუხოდ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობა ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები