მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს დიქტატორი და მკვლელი — ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებზე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტების მიმართ კვლავ კრიტიკულ ტონს ინარჩუნებს. ამჯერად მან ისინი "დიქტატორისა" და "მკვლელის გამოზრდაში" დაადანაშაულა. ეს ტერმინები ღარიბაშვილმა სააკაშვილის დასახასიათებლად გამოიყენა და ექსპრეზიდენტი მკვლელობაში დაადანაშაულა.
თავდაპირველად პრემიერმინისტრი მხოლოდ ერთ ევროპარლამენტარზე, რაფაელ გლუქსმანზე ამბობდა, თუმცა მალევე მრავლობით რიცხვში დაიწყო საუბარი და თქვა, რომ "ამ ადამიანების" რჩევები და მოწოდებები არ აინტერესებს და "მათ" უნდა მიეხედათ სააკაშვილისთვის.
"ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც არის სააკაშვილის პირადი მეგობარი. ვანო მერაბიშვილის, ამ მჩაგვრელი ადამიანის დროს, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო ქალბატონი ეკა ზღულაძე და ზღულაძის მეუღლე, ბატონი გლუქსმანი გამოდის ყოველდღე ბრძნული რჩევებით და ჭკუას გვარიგებს. ჩემი პოზიცია იყო, რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს ამ ადამიანების არც რჩევა, არც მათი მოწოდება.
მე ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა? მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეგ დიქტატორი, როცა მკვლელი, რომელიც გამოზარდეს, რომელმაც დაანგრია ჩვენი ქვეყანა. სააკაშვილმა, მელიამ და ყველამ ამ ბანდამ, რომელიც აქ თარეშობდა", — აცხადებს ღარიბაშვილი.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საუბარი მხოლოდ ერთ ევროპარლამენტარზე არ არის, თუმცა ღარიბაშვილმა ეს რეპლიკა უყურადღებოდ დატოვა და თქვა, რომ ზუგდიდსა და საქართველოში სააკაშვილების, კოდუების, ახალაიების და ქარდავების დრო არ დაბრუნდება.
სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებებისა და ქართული ოცნების კრიტიკის პასუხად, მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტარების კრიტიკა დაიწყო. მაგალითად, 20 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი "ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ". მისი თქმით, ამ ევროპარლამენტარების ჭკუით არ ივლის და სჯობს, მათ საკუთარ ქვეყანას მიხედონ.
პრემიერმინისტრს ნათქვამი აქვს ისიც, რომ "ვიღაც ევროპარლამენტარები ბრძნული სახით გვაძლევს ბრძნულ რჩევებს" და ეს მუდმივი სპეკულაციის საგანია. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ევროპარლამენტარების ნათქვამს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ევროპარლამეტარებისადმი მმართველი გუნდის რიტორიკა რომ მსგავსია, ამას ადასტურებს პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებიც. მან ისინი "ნაცმოძრაობის ლობისტებად" მოიხსენია და თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზებას ვეღარასდროს განახორციელებენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ კი მათ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ღია წერილს ფარისევლური უწოდა.
დღეს, 21 ოქტომბერს ევროკავშირის ელჩი პრემიერმინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც სააკაშვილის მხარდამჭერ ღია წერილს ხელი მოაწერეს, ევროპარლამენტის მუშაობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მისივე თქმით, კომენტარები, რომლებსაც ინდივიდუალური ევროპარლამენტარები აკეთებენ, მათი გადაწყვეტილებაა და მათზეა დამოკიდებული.
ამავე თემაზე:
- პირადი ურთიერთობების საფუძველზე შექმნილი სუბიექტური მოსაზრებაა — ბოჭორიშვილი ევროპელი პოლიტიკოსების წერილზე
- კეთილი ინებონ და ყველამ პატივი სცეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს — ოხანაშვილი ღია წერილზე
- სარჯველაძის თქმით, გლუკსმანი მიკერძოებული ევროპარლამენტარია
- ნუ დააზიანებენ ჩვენს ქვეყანას — კობახიძე ევროპარლამენტარებზე
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები