სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანახმაა, მაგრამ პრობლემა არის, სად, როგორ და როდის — ყიფშიძე
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანახმაა, მაგრამ პრობლემა არის, სად, როგორ და როდის გადაიყვანენ. მისივე თქმით, ხვალ უკვე შეიძლება იფიქრონ კლინიკაში გადაყვანაზე, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
როგორც ყიფშიძე ამბობს, გადაიყვანენ საავადმყოფოში თუ არა, სააკაშვილი შიმშილობას მაინც გააგრძელებს.
"გლდანში გადაყვანაზე არის მთელი რიგი პრობლემები და პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხო. უსაფრთხოების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ძალიან უსაფრთხო გარემო არ იქნება", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.
ყიფშიძემ აღნიშნა ისიც, რომ სააკაშვილს დღეს ტესტები გაუკეთა, რომლის შედეგებიც დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, დღეს ციხის ადმინისტრაციამ შენობასთან რეანომობილი მიიყვანა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს დახმარება აღმოუჩინონ.
ექსპრეზიდენტის ექიმი და ადვოკატები აცხადებენ, რომ ის ჰოსპიტალიზაციაზე თანახმაა, მაგრამ არა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. თუმცა, იუსტიციის მინისტრი ამბობს, საჭიროების შემთხვევაში, მას არა რომელიმე საავადმყოფოში, არამედ სწორედ პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ეს არის მინიშნება პროვოკაციაზე, ბრეგაძემ განმარტა, რომ ყველა პატიმრის მიმართ თანასწორი მიდგომა აქვთ.
19 ოქტომბერს, რატი ბრეგაძე აცხადებდა, რომ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, ექიმთა კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია შესრულდებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ მისი პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციას გასცა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები