იმ ფანჯრის ჩამტვრევაზე, რომლიდანაც სააკაშვილმა გამოიხედა, გენინსპექციამ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ფანჯრის ჩამომტვრევის ფაქტზე წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. საქმე ეხება იმ ფანჯარას, საიდანაც გუშინ, 21 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიესალმა.
სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის საშხაპე ოთახში ყოფნისას ფანჯრის მინა ჩამოიმტვრა.
"იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ფანჯრის ჩამომტვრევის ფაქტზე წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. მოქმედებების დაწყების საფუძველი გახდა 2021 წლის 21 ოქტომბრის შეტყობინება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საშხაპე ოთახში ყოფნისას ფანჯრის მინა ჩამოიმტვრა. აღნიშნული წარმოების ფარგლებში გამომძიებელი დაუკავშირდა მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს, რომელთან შეთანხმებით 2021 წლის 22 ოქტომბერს დაიგეგმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება", — აცხადებენ უწყებაში.
21 ოქტომბერს, რუსთავის ციხესთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი, როცა ერთ-ერთი ფანჯრიდან მიხეილ სააკაშვილმა გადმოიხედა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის ფანჯრის გახსნას ცდილობდა, რის შემდეგაც გამოიხედა, შეკრებილებს გადმოსძახა და ხელით გული უჩვენა. მხარდამჭერები მის სახელს სკანდირებდნენ და "მიშა მაგარიას" მღეროდნენ.
პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა შინაგანაწესი დაარღვია, როცა მხარდამჭერებს ფანჯრიდან მიმართა. უწყების განმარტებით, სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და საშხაპის ფანჯრიდან იყურებოდა, სადაც დაცვას შესვლის უფლება არ აქვს. მათივე თქმით, სააკაშვილმა ამ გარემოებით ისარგებლა, თუმცა დაწესებულების თანამშრომლებმა "უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს". უწყებაში განაცხადეს, რომ ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და "ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას", მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად, ამიტომ სააკაშვილის გადაძახილზე "კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს".
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები