არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი — ღარიბაშვილი სპეცრაზმის მობილიზებაზე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას სპეცრაზმის მობილიზების შესახებ. მან მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს პროვოკატორი უწოდა. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი მოსახლეობის დაძაბვაა.
"სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა, გვარამიამ, მელიამ და ყველა ამ ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა. არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ, ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებაზე [...] ეს უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ძალადობის დრო დამთავრდა.
"ადამიანი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს. ალბათ, თვითონ როგორც მოიმოქმედებდნენ, რას დაგეგმავდნენ, აი, აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული პანიკა [...] ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული. აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყებაში აცხადებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.
სპეცრაზმის მობილიზების შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამიდან ვრცელდება. მთავარი არხის ინფორმაციით, გორში, იმერეთსა და ზუგდიდში მობილიზაციაა გამოცხადებული და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ყაზარმულ რეჟიმზე გამოიძახეს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლება ზუგდიდსა და თბილისში დაკავებებს გეგმავს. მისი თქმით, ამის შესახებ ქვეყანაში აკრედიტირებულ ყველა წამყვან ელჩს აცნობეს.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები