სახალხო დამცველსა და სააკაშვილის ადვოკატებს პოლიტიკური ინტერესი აქვთ — კობახიძე
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან და პოლიტიკური ინტერესი აქვთ. კობახიძის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად მოქმედებაა.
"შიმშილობა გამოაცხადა, ეს არის მისი პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა მოპყრობა ადამიანის უფლებათა სტანდარტის შესაბამისად და ზუსტად ამას გააკეთებს სახელმწიფო. რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი არიან მიკერძოებულები და მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი. იგივე ეხება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს, მასაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება და პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები არის ბუნებრივი", — განაცხადა კობახიძემ.
24 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის. ნიკა გვარამიას თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი გულის გაჩერებაა. შესაბამისად, აუცილებელია, ის ისეთ საავადმყოფოში გადაიყვანონ, სადაც სრულად იქნება შესაძლებელი კარდიოლოგიური მომსახურების მიღება.
ნიკა გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველს, შეესწავლა, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს. გვარამიას განცხადებით, ციხის საავადმყოფოში ხელისუფლება გეგმავს იმიტირებულ ბუნტს, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. მისივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ციხის საავადმყოფოში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც "ამაზე იზრუნებს".
24 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა. მისი თქმით, გუშინ ექიმებთან ერთად იმყოფებოდა ე.წ. ციხის საავადმყოფოში და მათი შეფასებით დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები