დაშინება, ძალადობა, ზეწოლა — IRI-ს საბოლოო ანგარიში არჩევნების პირველ ტურზე
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 2 ოქტომბრის არჩევნებზე საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, IRI-ს ანალიტიკოსების გუნდმა ძალადობის მზარდი ტენდენცია, ამომრჩევლებისა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები და ადმინისტრაციული რესურსის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება გამოავლინეს. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ამ ყველაფერმა მთავრობასა და მმართველ გუნდს შორის ზღვარი წაშალა.
მათივე შეფასებით, საარჩევნო უბნებზე, ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში წარიმართა. დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები, თუმცა მათ სისტემური ხასიათი არ ჰქონია. ამავდროულად, საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა პარტიების წარმომადგენლების მობილიზაცია შენიშნეს, რომლებიც საარჩევნო უბნების გარეთ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ.
"ამომრჩეველთა და კანდიდატთა დაშინება, ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის მზარდი ტენდენცია ნებისმიერი დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. არჩევნების დღის მშვიდ გარემოში ჩატარების მიუხედავად, მეტის გაკეთებაა საჭირო იმისათვის რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მშვიდობიანი და სამართლიანი გარემო იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენი ანგარიში ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გადაუდებელ აუცილებლობას ცხადყოფს", — განაცხადა IRI-ს ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა, სტეფან ნიქსმა.
ანგარიში დამატებით აღნიშნავს, რომ სავალდებულო უბნების გადათვლამ, რომელმაც ოქმებში 33%-იანი დისბალანსი გამოავლინა, რიგი სადავო პროცესები გამოიწვია. IRI-ს თანახმად, მნიშვნელოვანია რომ აღმოჩენილი დისბალანსის შედეგად გადანაწილებულ ხმებს პირველი ტურის საერთო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
ანგარიში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს 2021 წლის საარჩევნო რეფორმის შედეგად მიღებულ პოზიტიურ ცვლილებებს.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები საქართველოს პარლამენტის მიერ, ივნისში, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით ჩატარდა. აღნიშნული ცვლილებები შეეხება საარჩევნო კომისიის წევრების შემადგენლობას, საარჩევნო კამპანიის რეგულაციებს, ხმის დათვლისა და საჩივრების განხილვის პროცედურებს და საკრებულოების დაკომპლექტების წესს. IRI-ს შეფასებით, მიღებულმა ცვლილებებმა საქართელოს საარჩევნო კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა, თუმცა ის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაში არ არის.
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო საგრძნობლად გაუმჯობესდა, რამაც საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. იმის მიუხედავად რომ რეფორმები შორს არის სრულყოფილებისგან, პროგრესი შესამჩნევია", — განაცხადა სტეფან ნიქსმა.
30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები