სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს ღარიბაშვილი მოაღებს პირს და ლაპარაკობს იმავეს — ბასილაია
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, პენიტენციური სამსახური ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობას არ იცავს და სააკაშვილთან მათი შეხვედრები ყველასთვის სმენადი და ხილვადია. ბასილაია ამტკიცებს, რომ რასაც შეხვედრების ოთახში ლაპარაკობენ, მეორე დღეს იმას ღარიბაშვილი ამბობს.
"პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არაერთგზის დაარღვია მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე, კომუნიკაციის ფარულობის თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს იმავეს", — განაცხადა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან.
ბასილაია ირწმუნება, რომ შეხვედრების ოთახში არსებულ რამდენიმე დენცქვიტაში მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული, დაახლოებით 10 დღის წინ კი პენიტენციურმა სამსახურმა მათ მიერ შეტანილი და გამოტანილი ტექსტების შემოწმება დაიწყო. ადვოკატის თქმით, ამის გამო მათ უზრუნველყვეს, რომ შემოწმების დროს კამერის თვალთახედვის არეში არ მომხვდარიყო ტექსტის ნაწილი, რის შემდეგაც შეხვედრების ოთახში დამცავი ბადე გააკრეს.
"ახლა რა გააკეთეს მათ?! როგორც იცით, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური რწმუნება იმის, რომ იქ დამონტაჟებულ "შტეფსელებში" არის მოსასმენი აპარატურა. აბა, ახლა იქ IT ოთახი არ არის, ხო? 4 "შტეფსელია" შეხვედრების ოთახში. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ისე ვიკონტაქტოთ მიხეილ სააკაშვილთან, რომ მათთვის აღქმადი არ იყოს და გასაგები საადვოკატო საიდუმლოების ნაწილი. რიგ შემთხვევებში, ჩვენ ფურცელზე ვწერთ გარკვეულ ტექსტს ისე, რომ კამერების თვალთახედვის არეში არ მოხვდეს და ვახდენთ ამ ტექსტის გადაწოდებას მიხეილ სააკაშვილისთვის", — აცხადებს ბასილაია.
27 ოქტომბერს სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის ოთახში სივრცე, საიდანაც სააკაშვილს წერილებით ეკონტაქტებოდნენ, ბადით დაფარეს. იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სანამ შეხვედრათა ოთახს პირვანდელი სახე არ დაუბრუნდება, სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს.
28 სექტემბერს პენიტენციურმა სამსახურმა შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის აღმართვა ახსნა იმით, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ. კერძოდ, უწყების განმარტებით, წერილებს ისინი ერთამანეთს "მაგიდაზე ასვლის გზით" აწვდიდნენ. ამასთან, სააკაშვილი უარს ამბობდა პირბადის გამოყენებაზე.
ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნულის საპასუხოდ განაცხადა, რომ არავის უთქვამს, PCR ტესტი ყოველ ჯერზე რომ უნდა მიეტანათ. მისივე მტკიცებით, მათ არც ის უთქვამთ, რომ სააკაშვილისთვის წერილის გადაცემა და მის მიერ პირბადის არტარება პრობლემას წარმოადგენდა.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები