სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში გადაყვანისას ხელისშეშლა იგეგმებოდა — სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის დროს ხელისშეშლა იგეგმებოდა. უწყებამ გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე დაიწყო.
სუს-ის თანახმად, საუბარი იყო აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებასთან. უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ მსგავს ქმედებებს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში გადაყვანის დროსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი.
"მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული მოქმედებების განხორციელებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. ფაქტთან დაკავშირებით სუს-მა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იყვნენ დაბარებული გამოკითხვაზე საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ისინი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიკითხებიან სასამართლოში", — აცხადებენ სუს-ში.
ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება, პროცესებით პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა უკიდურესად სახიფათო აქტივობაა, რამაც შესაძლოა მძიმე შედეგები მოიტანოს და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას".
სუს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სუს-ის დეპარტამენტი აწარმოებს.
უწყების წარმომადგენელმა ბრიფინგზე აუდიო მასალა წარმოადგინა, რომელიც სუს-ის მტკიცებით სასამართლო განჩინების საფუძველზე არის მოპოვებული. მათივე თქმით, საუბარი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს. ჩანაწერი 2-საათიანია და თანდართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს.
უწყებამ გამოაქვეყნა ჩანაწერის 6-წუთიანი ვერსია. ვიდეოში ისმის რამდენიმე ადამიანის საუბარი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობებზე საუბრობენ. სუს-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ბესიკ წერედიანია. ჩანაწერის მიხედვით, წერედიანი გეგმავს აქციებს პრემიერიმინისტრის, ასევე, იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების სახლებთან. ჩანაწერიში საუბარი ეხება "ციხის ჩაკეტვასაც". სუს-ის ჩანაწერში, სავარაუდოდ, წერედიანი ამბობს, რომ 100-150 მანქანით ჩაიკეტება გლდანის ციხისკენ მიმავალი გზები. გარდა ამისა, ჩანაწერში ითქვა, რომ პროცესი იქამდე უნდა მიიყვანონ, რომ ქართულ ოცნებას "საზიზღარი მეთოდებით მოუწიოს" არჩევნების გაყალბება, რასაც ქუჩაში გამოსვლა და "მეიდანი" მოჰყვება.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტობერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ის 29 დღეა შიმშილობს.
ექსპრეზიდენტის ექიმი და ადვოკატები მის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის.
სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და ამასთან, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა, ის სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. იგივე პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსაც.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს აქვს "ილუზიები", თითქოს კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერები მობილიზდებიან და გაათავისუფლებენ. რაც შეეხება სააკაშვილის კერძო საავადმყოფოში გადაყვანას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა არის შექმნილი და ეს გადაწყვეტილება "არ გადაიხედება".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები