ხმის მიცემა სხვისი პირადობის მოწმობით და კოვიდინფიცირებულები კომისიაში — ბეჟაშვილი დარღვევებზე საუბრობს
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სხვადასხვა ქალაქში გახსნილ საარჩევნო უბნებზე და მათ გარეთ არაერთი დარღვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ამომრჩევლების მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტები. ამის შესახებ ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა და შესაბამისი უბნებიც დაასახელა.
მისი ინფორმაციით, ნაძალადევში, 42-ე უბანზე ერთი და იგივე სურათი პირადობის ორ მოწმობაზე აღმოჩნდა.
"ანუ ამომრჩეველი პირადობის გაყალბებული მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას. დარღვევა ჩვენმა დამკვირვებლებმა აღკვეთეს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის და ფაქტით უნდა დაინტერესდეს პოლიციაც. ასევე, თელავში ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას", — ამბობს ბეჟაშვილი.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ასევე სამგორის 42-ე უბანზე დილის 6:40-ზე, მაშინ, როცა უბანი დახურული უნდა იყოს, პოლიციამ ის კანონის დარღვევით გააღო და შიგნით იმყოფებოდა გაურკვეველი ხუთი პირი. ის საუბრობს სამგორში გამოვლენილ კიდევ ერთ დარღვევაზე:
"სამგორის 75-ე უბანზე პირველი ტურის ბიულეტენები აღმოჩნდა, შესაბამისი ვიდეომტკიცებულებაც გვაქვს და საჩივარიც [შევიტანეთ], ახლა კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რისთვის სჭირდებოდა კომისიის თავჯდომარეს პირველი ტურის ბიულეტენები — ხომ არ გამოიყენებოდა ისინი არჩევნების გაყალბებისთვის", — თქვა ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილის თქმით, ვაკის მე-60 უბანზე, თავჯდომარის, თამაზ ფოლადაშვილის დავალებით, წუხელ, ღამის პირველ საათზე, გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლეთა სიას 15 ამომრჩეველი დაემატა.
ენმ-ის წევრმა ისაუბრა სხვა დარღვევებზეც. მისი ინფორმაციით, სამგორის 64-ე უბანზე, ერთიან სიაში არ წერია კოვიდუბანზე შეყვანილი ამომრჩეველი და შესაბამისი ინფორმაცია არც სამაგიდო სიებშია ასახული.
"თელავის მე-20 უბანზე კოვიდსიაში მყოფ ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს უბანზე. მას [სავარაუდოდ] კოვიდუბანზეც ექნება ხმა მიცემული და ეს, თავისთავად, დარღვევაა. იყალთოს 51-ე უბანზე კომისიის მდივანი კოვიდინფიცირებულია და იმყოფება საარჩევნო უბანზე, გარდა ამისა, იგი კოვიდსიაშიცაა და მისი საშუალებით ექნება ხმის მიცემის საშუალება. ასევე თბილისში, სამგორის 106-ე უბანზე ქმარი და ცოლი, რომლებიც არიან კომისიის წევრები, არიან კოვიდინფიცირებულები. შესაბამისად, ისინი უნდა იმყოფებოდნენ იზოლაციაში და არა უბანზე. ბაღდათში კოვიდუბანზე შეყვანილი ამომრჩევლები ასევე შეიყვანეს გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში, რის საშუალებითაც მათ ხმას ორჯერ მიაცემინებენ", — თქვა ბეჟაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისის 56-ე უბანზე დაფიქსირდა ფულის დარიგების შემთხვევაც და აქვთ შესაბამისი ვიდეომტკიცებულებები.
ბეჟაშვილმა ზოგადი ტენდენციის შეფასებად განაცხადა, რომ "ქართული ოცნება პერმანენტულად იყენებს რეგისტრატორებს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ნაცვლად, უბნებზე საკუთარი მხარდამჭერები მიიყვანოს და ხმა მიაცემინოს".
ნაციონალური მოძრაობის წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საოლქო საარჩევნო კომისიებს მოუწოდებს, უბანზე მათ წარმომადგენლებს რეგისტრატორებზე დაკვირვების საშუალებაც მისცენ, რადგან "ქართული ოცნებისთვის ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია არჩევნების გასაყალბებლად".
დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერს 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევენ. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები