აქცია კვირას და სხვა გეგმები — რას აპირებს ოპოზიცია
არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ პარლამენტთან აქცია გამართა, სადაც სამოქმედო გეგმა წარადგინა. თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ უკან დახევას არ აპირებენ.
მისი განცხადებით, სამშაბათს ბათუმში ჩავლენ, რათა ადგილზე გააპროტესტონ, შემდეგ ქუთაისში და სხვა ქალაქებში, კვირას კი აქცია თბილისში გაიმართება. მელიას არ დაუკონკრეტებია თარიღი, არც ის, რომელ კვირას გულისხმობს, თუმცა მომდევნო კვირა 7 ნოემბერია.
მისი თქმით, აპირებენ "მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, უახლოეს მომავალში ფართო ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას".
ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით, ეს იქნება განსხვავებული აქცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს.
"მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გამიგოთ ახლა — ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, გვჭირდება სულ, სულ მცირე დრო იმისათვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელიც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასოდეს, მაგრამ ეს აქცია იქნება განსხვავებული ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან, ბევრი თვალსაზრისით. ნება მომეცით, ამაზე მეტ დეტალებში ახლა არ შევიდე", — თქვა მელიამ.
მან დასძინა, რომ აქციის მასშტაბი იქნება იმაზე დიდი, ვიდრე 14 ოქტომბერს, თუმცა შინაარსი და დატვირთვა იქნება განსხვავებული, ისეთი, "როგორიც ემსახურება ამ სახელმწიფოს ინტერესებს".
ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები, რა ბედს გამოიჭედავს საკუთარი თავისთვის, რას მიუძღვნია მომდენო შეკრებებს.
"აირჩია ის გზა, რომელიც აირჩია, ამიტომ ჩვენი პასუხის იქნება ძალიან ადეკვატური, ჩვენი პასუხი იქნება შესაბამისობაში მოსული იმ ძალადობასთან, რომელსაც იგი სჩადის, ოღონდ იმ სიმტკიცით ვუპასუხებთ და იმ წრფელი გულით, მაგრამ მრავალრიცხოვნებით, რა პასუხსაც ვცემდით განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვერ ჩაგვითრიეთ ჩვენ დაპირისპირებაში, შუღლის გაღვივების მორევში", — თქვა მან.
მელიას განცხადებით, კვირა დღემდე, ქვეყნის ყველა ქალაქში სხვადასხვა აქტივობა გაიმართება, "მშვიდობიანი, ძალიან მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე, წინააღმდეგობრივი ღონისძიებები".
"არ მივცემთ მოძალადეებს ამოსუნთქვის შესაძლებლობას, ეს არის რეალობა [...] ამ მოედნიდან, რუსთაველის გამზირიდან, ჩვენ დამარცხებულები არ გავალთ წელს, ჩვენ გავალთ გამარჯვებულები, ხალხო, ბევრი თვალსაზრისით", — თქვა მელიამ.
ნიკა მელიამ ქართულ ოცნებას მიმართა, რომ ეს ბრძოლა, რომელიც გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიეძღვნება სამართლიანობას და მოპარული ხმების უკან დაბრუნებას, ცვლილებებს, აუცილებლად გულისხმობს "იმ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც თქვენ დაიჭირეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერები და ჩაუდეთ იარაღები და ხელყუმბარები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში".
"წინ გველოდება ძალიან საინტერესო, ისტორიული, მძიმე და მნიშვნელოვანი თავგადასავალი, სადაც უნდა ვიაროთ ხელიხელჩაკიდებულებმა და გავაოცოთ საკუთარი თავებიც, ჩვენი ერთობითა და სიმტკიცით, და გავაოცოთ ყველა მოყვარე და მტერი", — აღნიშნა მელიამ.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის პარალელურად, "გასაჩივრების პროცედურებშიც შედიან", რადგან დიდ პატივს სცემენ სტრატეგიულ პარტნიორებს და სურთ კიდევ ერთხელ დაარწმუნონ არსებულ რეალობაში.
"რომ ამ სახელმწიფოში ინსტიტუტი, სასამართლო არ არსებობს. ჩვენ არ გვინდა, ერთმა ადამიანმა მაინც, ამ ქვეყნის ერთმა ქომაგმა მაინც ისე გაგვიგოს, რომ ჩვენი მთავარი ვნება არის აქციებში მონაწილეობის მიღება. არა, არ მოქცეულიყო ბიძინა ივანიშვილი ისე, როგორც მოიქცა გუშინ და არამხოლოდ გუშინ და დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით", — თქვა მან.
ამასთან, მელიამ მადლობა გადაუხადა სააკაშვილს, რომელიც, მისი თქმით, წირავს თავის სიცოცხლეს, რომ "ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს". მან ექსპრეზიდენტს სცენიდან მიმართა, რომ იცის, რას განიცდის.
"ბევრი ეცადეს მტერმა თუ სადღაც-სადღაც მოყვარეებმა, რომ ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა, მეტი მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ იქიდან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგან იყო თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ქართველი ადამიანი. ოღონდ, არა გამოკეტილი ციხის საკანში. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას", — განაცხადა ნიკა მელიამ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის მანდატს ტოვებს.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები