ძალიან კრიტიკული და რთული მდგომარეობაა — სააკაშვილის ადვოკატი
ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული და რთულია.
"მიხეილ სააკაშვილი უკვე 1 თვეა შიმშილობს, ეს არის ძალიან კრიტიკული და რთული მდგომარეობა, ბუნებრივია, როდესაც 1 თვეა ადამიანი საკვებს არ იღებს, შესაბამისად მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველანი ვართ შეშფოთებულები.
პარამეტრებთან და მაჩვენებლებთან დაკავშირებით ახლა არ შემიძლია კონკრეტული რამე გითხრათ, თუმცა სასამართლოს კონტექსტში 10 ნოემბრის პროცესში ჩანიშვნა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ როგორღაც მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა სასამართლოზე პირდაპირი მიმართვის. ამიტომ გაწელეს ამ დრომდე, ამიტომ ახდენდნენ მის იზოლაციას", — აცხადებს ადვოკატი ფორმულას ეთერში.
მისივე თქმით, არ იქნება გასაკვირი, თუ 10 ნოემბრის სასამართლო პროცესი არ ჩატარდება, რადგან ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის ეშინია.
"რაც შეეხება სასამართლოს, ისიც კი არ გაგვიკვირდება, 10 ნოემბრისთვის მიხეილ სააკაშვილს თუ ექნება ფიზიკური შესაძლებლობა, რომ სასამართლოზე გამოცხადდეს, შეიძლება 10 ნოემბრის პროცესიც კი არ ჩაატარონ და ესაც იკადრონ იმიტომ, რომ ხელისუფლების ეს ძრწოლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ათ აქვთ შიში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის", — ამბობს ექსპრეზიდენტის ადვოკატი.
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 1 თვეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა.
29 ოქტომბერს ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ ის უარს ამბობს ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ის აღარ ჩააბარებს ანალიზებსა და არ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას.
"ვასრულებ ამ თანამშრობლობას, მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია", — აცხადებს ის.
მანამდე, 28 ოქტომბერს სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.
ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ ხელისუფლებას მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები