ასე გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი, 41-ე დღეს ველოდებით და ჯანსაღად იქნება — მდინარაძე სააკაშვილზე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ 41-ე დღეს ელოდებიან და დარწმუნებულია, ექსპრეზიდენტი ამ დროს ჯანსაღად იქნება.
"ასე გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი და 41-ე დღეს ველოდებით და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი, დარწმუნებული ვარ", — აცხადებს მდინარაძე.
მისივე თქმით, გარკვეული ეჭვები არსებობს სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით და მან მოუწოდა ექსპრეზიდენტს, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციუს სამსახურს უფლება მისცეს, მისი პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვოს.
"მე მოვუწოდე ამ ადამიანს და თქვენი მხრიდან გამოხმაურებაც არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ გაასაჯაროვებინოს, მისი პერსონალური მონაცემების გახმოვანების საშუალება მისცეს პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს და მერე ვნახოთ, შემთხვევით ფეიქი ხომ არ შიმშილობა, ან ნახევრად შიმშილობა ხომ არ არის და ა.შ.
გარკვეული ეჭვები არსებობს საზოგადოებაში და მოდი ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, ყველა პატიმარზე, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული რისკები არსებობს, იმას მიხედავს იუსტიციის სამინისტრო, ამიტომ", — აცხადებს მდინარაძე.
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 1 თვეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა.
29 ოქტომბერს ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ ის უარს ამბობს ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ის აღარ ჩააბარებს ანალიზებსა და არ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას.
"ვასრულებ ამ თანამშრობლობას, მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია", — აცხადებს ის.
მანამდე, 28 ოქტომბერს სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.
ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ ხელისუფლებას მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები.
გაიგე მეტი:
- მოვითხოვთ, სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში — სტრატეგია აღმაშენებელი
- კერძო კლინიკაში სპეციალური სამსახურები სათანადოდ ვერ დაიცავენ სააკაშვილისა და სხვების უსაფრთხოებას — ღარიბაშვილი
- მოვითხოვთ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას — ლელო
- ჩვენი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში — ექიმთა ასოციაცია
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტობერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა.
ექსპრეზიდენტის ექიმი და ადვოკატები მის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის.
მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი გლდანის ციხეში მკურნალობის კატეგორიულად წინააღმდეგია. ექიმის ცნობით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.
სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და ამასთან, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა, ის სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. იგივე პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსაც.
რაც შეეხება პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, ის აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა არის შექმნილი და ეს გადაწყვეტილება "არ გადაიხედება".
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები