ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი მე-12 დაწესებულებაში ჩატარდეს — ბრეგაძე სააკაშვილზე
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მათი რეკომენდაცია იქნება, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"შესაძლებელია, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს სხვა ადგილასაც. ბუნებრივია, ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება ის, რომ პატიმარი არ იქნეს გაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან, იმიტომ, რომ როგორც მოგახსენეთ, აქ, შეიძლება, საფრთხე წარმოეშვას უშუალოდ მას და სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ის და მართლწესრიგი.
თუკი, სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს? ან რა რაოდენობის ძალა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ? არ შეიძლება, რომ მთელი რესურსი მიმართული იყოს ერთი ადამიანის დაცვასა და ამ მუდმივი პროვოკაციების თავიდან არიდებაზე", — განაცხადა მან.
ბრეგაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გარკევული დროის შემდეგ მან ფაფები და წვენები მიიღო. ამის პარალელურად, ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება და მოსალოდნელია კოლაფსი. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ფსიქიკას და აზროვნებას უკვე ეტყობა სერიოზული კვალი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები