სააკაშვილის კლინიკაში გადასაყვანად მელიამ ხელისუფლებას 24-საათიანი ვადა მისცა
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ორშაბათს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.
"ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24-საათიან ვადას, 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ თუ კიდევ რამე საღი აზრის მარცვალი შერჩენია იქ ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ 24 საათში ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ორშაბათს, საღამოს რვა საათზე ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე", — აცხადებს ის.
მისივე თქმით, დროის ათვლა ამ წუთიდან იწყება და დანარჩენ მოთხოვნებს ისინი თავისუფლების მოედანზე გააჟღერებენ.
რუსთავის ციხესთან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო. იქ შეკრებილი მოქალაქეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ 6 ნოემბერს აქცია რუსთავში დააანონსა და თქვა, რომ არ დაიშლებიან, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 6 ნოემბერს ოპოზიციას აქცია დაგეგმილი ჰქონდა თბილისში. როგორც მელიამ აღნიშნა, არჩევნებთან დაკავშირებული აქცია თბილისში ძალაში რჩება, თუმცა მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობის გართულების გამო, გეგმები "დროებით შეცვალეს".
ამის საპასუხოდ, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 6 ნოემბრიდან ნაციონალურ მოძრაობას, გარდა რუსთავისა, აქციები დაგეგმილი აქვს თბილისშიც. მათი მტკიცებით, ენმ აპირებს სახელმწიფო დაწესებულებების შენობების ბლოკირებას და რუსთავის ციხესთან გზის გადაკეტვას. სუს, ასევე, ამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობა განიხილავს ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. მათი თქმით, ეს ყველაფერი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ იგეგმება.
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს.
ოპოზიციამ აქციები უკვე გაიმართა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პარალელურად, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთავის ციხესთან და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას, ასევე, მის გათავისუფლებას ითხოვენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები