ბუსტერ დოზის გაკეთება 18 წლის ზემოთ ყველას შეეძლება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბუსტერ დოზის გაკეთება 18 წლის ზემოთ ყველას შეეძლება. გადაწყვეტილება დღეს იმუნიზაციის საბჭომ მიიღო.
"ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. თუ პირი აცრილია სინოფარმითა და სინოვაკით, შეუძლია, გამოიყენოს სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის ან გაიკეთოს Pfizer-ის დოზა. AstraZeneca-ს შემთხვევაში, 6 თვის შემდეგ, პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს Pfizer-ის დოზით ბუსტერ დოზა და რაც შეეხება Pfizer-ით აცრილებს, მათთვის, ბუნებრივია, რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში Pfizer-ის დოზის გამოყენება", — განაცხადა მან.
ამასთან, მისი თქმით, არის გამონაკლისი, რომელიც 60 წლის ზემოთ ასაკის სინოფარმითა და სინოვაკით აცრილ პირებს შეეხებათ. კერძოდ, გაბუნიას თქმით, ისინი ბუსტერ დოზის მიღებას შეძლებენ მეორე აცრიდან 3 თვეში.
"ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან სინოფარმითა და სინოვაკით, ბუსტერ დოზის გამოყენების შესაძლებლობას, არა 6 თვის შემდეგ, არამედ მეორე აცრიდან 3 თვიდან 6 თვის ინგტერვალში", — განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ბუსტერ დოზა შეიძლება იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა — სინოფარმი, სინოვაკი, ფაიზერი. რაც შეეხება ასტრაზენეკას, თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ვაქცინით ბუსტერი არ კეთდება, თუმცა ასტრაზენეკათი აცრილებს შეუძლიათ ბუსტერად გაიკეთონ ფაიზერი.
დღეს იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინა დაუშვა. გაბუნიას თქმით, ამ ასაკის ბავშვებს შეძლებენ, რომ მშობლის თანხმობით საფუძველზე, Pfizer-ის ორი დოზით აიცრან.
გარდა ამისა, 8 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდეს. როგორც პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა, დეკემბრიდან მოქალაქეები კონკრეტულ დაწესებულებებში მწვანე პასპორტების გარეშე ვეღარ შევლენ, თუმცა ეს გავრცელდება დაწესებულებების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე პერსონალზე.
საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი. უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. დეტალები ნახეთ აქ: ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები