ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც აკანკალებს სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენაზე — ბასილაია
ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასიალაის განცხადებით, დღეს ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენაზე "აკანკალებს". მისი თქმით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს.
"სასამართლომ დღეს თქვა, რომ არ აქვს რა მიზეზით, მთავარია სააკაშვილი არ იყოს დარბაზში, თქვა, რომ სუს-ის მონაჭორსა და ცხვარიაშვილის გამონაგონზე დაყრდნობით ის პროცესებს წარმართავს სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე. მე მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას, რომ მთელი 9 წლის მანძილზე გვკვებავდნენ მითით, რომ სააკაშვილს აგებინებნდნენ პასუხს, თუ როგორი საშიში დამნაშავე იყო და დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება, ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც აკანკალებს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენაზე", — აცხადებს ის.
მისივე თქმით, ხელისუფლება ელოდება მდგომარეობას, როცა სააკაშვილი ვეღარ შეძლებს გადაადგილებასა და საუბარს, რათა მერე დათანხმდნენ მის სასამართლო სხდომებზე დასწრებას, თუმცა აღნიშნონ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სააკაშვილს თავად არ შეუძლია მისვლა.
"ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როცა ქუჩის პროტესტი ჩაცხრება, როცა ხალხი გატყდება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ყველა ხედავს, როგორ უსამართლობას აქვს ადგილი. მათ აქვთ უდიდესი შიში, თუნდაც ტელეეკრანიდან ციხის საკნიდან გამოჩნდეს მიხეილ სააკაშვილი", — აცხადებს ის.
დღეს სააკაშვილის უფლებადამცველებმა სასამართლო პროცესი დატოვეს. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია მოსამართლის გაჯიუტება იმაზე, რომ სხდომაზე კიდევ ორი ადვოკატი, ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი შევიდეს. მომდევნო სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა.
სააკაშვილი, მისი სურვილის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე დასასწრებად არ მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ამის მიზეზი სასამართლოში ესკორტირებისას შესაძლო "დესტრუქციული ხასიათის ქმედებაა". პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომ პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილების გამო, სხდომა ციხეში ჩატარდეს ან სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ.
სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეები აცილება მოითხოვა. მისი თქმით, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სააკაშვილის სხდომაზე ყოფნა საჭირო იყო, თუმცა მოსამართლეებმა ეს არ გააკეთეს და "წინასწარ დაგეგმილ სცენარს" მიჰყვებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილს გამოძიება ედავება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, ბრალდება ეხება 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები