ბრეგაძემ გუშინ თქვა, რომ სტრასბურგმა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა მოთხოვა, დღეს ამბობს, რომ "დაჟინებით მოუწოდა"
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გუშინ ამბობდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა "მოთხოვა". დღეს მან ტერმინოლოგია შეცვალა და აცხადებს, რომ სასამართლო ექსპრეზიდენტს "დაჟინებით მოუწოდებს" შიმშილობა შეწყვიტოს.
"საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ერთი კონკრეტული მოთხოვნით — დაუყონებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან საქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა.
უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. და, რა თქმა უნდა, ასევე გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას", — აცხადებს ბრეგაძე.
10 ნოემბერს ბრეგაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე Facebook-პოსტი დაწერა. იქ ის აღნიშნავდა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და "მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა".
სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია კი ამბობდა, რომ ბრეგაძის ეს განცხადება არ იყო სწორი, რადგან სტრასბურგის სასამართლო ინდივიდს ვერ დაავალდებულებს რაიმეს გაკეთებას.
"ეს არის მოწოდება. ჯერ ერთი ბატონმა რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ სასამართლო ინდივიდუალს ვერ დაავალებს რამის გაკეთებას, ერთი და ხელშემკვრელი მხარე არის სახელმწიფო, ორი. თუ არ იცის, სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრია. თუმცა საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტისთვის მაინც უნდა ეკითხა ერთი ეს. მეორე, ბატონმა რატი ბრეგაძემ ამ გადაწყვეტილებაში "call off his hunger strike" — თუ ინგლისური არ იცის, ვიცი, რომ გერმანიაში მიიღო განათლება, ვუთარგმნი, რომ მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა, იმ შიმშილობის, რომელზეც რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ არ არსებობს", — აღნიშნა გვარამიამ.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობა დაავალა. მათივე გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ, ციხეში და ზოგადად, სააკაშვილის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. მათ მთავრობას სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს, სააკაშვილს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
კომენტარები