უხერხულია, რომ ადამიანი ისე იქცევა, პენიტენციურის წარმომადგენლები იძულებული ხდებიან, გამოიყენონ ლეგიტიმური ძალა — მდინარაძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების კადრებზე ამბობს, რომ უხერხულია, როდესაც ეს ადამიანი ისე იქცევა, პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იძულებული ხდებიან გამოიყენონ ლეგიტიმური ძალა, აიყვანონ ხელში და ისე განათავსონ პალატაში.
"უხერხულობას კი არა უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თვითონ ფორთხავს, აქ არავინ არ აფორთხიალებდა, მიჰყავდათ და თვითონ, როდესაც ფორთხავს აგვისტოს ომის დროს შეშინებული და დამფრთხალი გარბის სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა და ფორთხავდა, მაშინ უხერხულობა კი არ შემექმნა, შემრცხვა.
მაშინ, როდესაც მისი ფორთხვა ვნახეთ, ყველა ქართველს შერცხვა მისი საქციელის, რაც მასზე იყო დამოკიდებული, რაც შეეხება ამ კადრებით ისიც დადასტურდა, რომ ყველა ტყუილი, რაზეც გააკეთეთ აქცენტი, გამოაშკარავდა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, თავად ითხოვდნენ ნაცმოძრაობის ლიდერები და მათი ტელევიზიები, ე.წ. მედიამენეჯრები, ე.წ. ადვოკატები, ამასაც ვიტყოდი, რომ თუ ეს მართალი არაა, რასაც ჩვენ ვყვებით, მაშინ გაასაჯაროვონ კადრები. როდესაც კადრები გასაჯაროვდა და ეს არ მოგეწონათ, ამის შემდეგ გადახვედით, სამწუხაროდ, სხვა კამპანიაზე, რომ უხერხულია ეს კადრები. დიახ, ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანი ისე იქცევა, რომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იძულებული ხდებიან, გამოიყენონ ლეგიტიმური ძალა, აიყვანონ ხელში და ისე განათავსონ პალატაში", — აცხადებს მდინარაძე.
მისივე თქმით, არ იყო სასიამოვნო სანახავი ეს კადრები, თუმცა ამით გავრცელებულ ტყუილებს დაესვა წერტილი.
"ეს სასიამოვნო სანახავი არცერთ შემთხვევაში არ არის, ისევე როდესაც რაც არ უნდა დამნაშავე არ უნდა იყოს ადამიანი, მისი დაკავების ნებისმიერი კადრი არის ძალიან უსიამოვნო სანახავი, მაგრამ კადრებით წერტილი დაესვა იმ რამდენიმედღიან ბევრ ტყუილს, რომელსაც ნაცმოძრაობა და მათი ტელევიზიები იტყუებოდნენ, მაგალითად ის, რომ თითქოს, 30 მეტრში ჩამოიყვანეს სააკაშვილი, გაატარეს პატიმრების თვალწინ, ნახეთ, რომ მიიყვანეს შენობასთან, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამცინავი ტონი იყო მის მიმართ გამოყენებული.
როგორც ვიცი, ადამიანები მასთან კონტაქტში შედიან და ამისი კადრიც შემდეგ გავრცელდა და საკმაოდ ზრდილობიანად ელაპარაკებიან და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავისი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი, ანუ, მისი შეურაცხყოფისა და მისი ქმედების , ნახეთ ხომ, მისის ქმედებისა და ქცევის შესაბამისად, და პარალელურად იძულებულები იყვნენ, მოუწიათ, რომ ის იძულების წესით შეეყვანათ პალატაში", — ამბობს ის.
11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყავნეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.
ამ ვიდეოს გამოქვეყნდებიდან რამდენიმე საათში პენიტენციურმა სამსახურმა მეორე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გაჩერებულ სასწარაფო დახმარების მანქანაშია და ამბობს, რომ არ გადმოვა. ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. უწყება აქამდე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა რუსთავის დაწესებულება თავისი ნებით დატოვა.
პენიტენციური სამსახური ამ ვიდეოს გამოქვეყნებასაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის. უწყების განცხადებით, "კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება [სააკაშვილი] დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს".
ექსპრეზიდენტის იძულებით შეყვანის ვიდეოს გავრცელებამდე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კადრებს იმის უარსაყოფად გამოაქვეყნებდნენ, რასაც სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამტკიცებდა. მისი თქმით, გვარამიას განცხადება, დაწესებულებაში სააკაშვილის იძულებით შეყვანისა და იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, სიცრუეა და ამ სიცრუეს "სულ რამდენიმე წამში" ამხელდნენ.
ასევე, გუშინ მიხეილ სააკაშვილის წერილი გავრცელდა, სადაც ის წერს, რომ როგორც კი სათანადო დაწესებულებაში გადაიყვანენ, შიმშილობას შეწყვეტს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები