ღარიბაშვილმა ფრანგ მეწარმეებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების წევრებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ მდებარეობას, სტრატეგიულ ურთიერთობებსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს ევროკავშირთან, დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და აღნიშნა, რომ ეს უცხოელ ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე თავისუფლად წვდომის საშუალებას აძლევს.
პრემიერმინისტრის შეფასებით, ფრანგ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ადასტურებს საფრანგეთის დიდ ინტერესს ქართული ბაზრისადმი. ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, საინჟინრო, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს სწავლობენ.
ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ინვესტორთა სექტორული შეხვედრები სხვადასხვა უწყებებთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ ღარიბაშვილმა ინვესტორებს საქართველოს მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თუ გასული წლების ინვესტიციების მონაცემებს გადავხედადავთ, ვნახავთ, რომ 2019 წლის შემდეგ FDI-ის მოცულობა წლიურ ჭრილში მუდმივად კლებადია. ამ მხრივ კიდევ უფრო "გამორჩეული" იყო 2020 წელი, როდესაც საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დრამატულად შემცირდა.
2020 წელს ქვეყანაში სულ 572 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს მონაცემი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 57,2%-ით არის შემცირებული. FDI-ს ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2005 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 452,8 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში შემოსულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 366,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 10,9%-ით ნაკლებია.
2021 წლის მეორე კვარტალში კი საქართველოში სულ 234,2 მილიონი დოლარის მოცულობის FDI შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 2,6%-ით ნაკლებია. ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი პანდემიური კრიზისი იდგა იმაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე მიმდინარე წლის შესაბამის პერიოდში.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები