ხაზარაძის მტკიცებით, სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა არა ოპოზიციის, არამედ კუჭავას იდეა იყო
პარტია ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის იდეა არა ოპოზიციას, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ასე გამოეხმაურა ის კახა კუჭავას განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ მას სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადასაყვანად შუამდგომლობა სთხოვა.
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებისა და კუჭავას შეხვედრა 8 ნოემბერს, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანამდე შედგა. მისი თქმით, მათ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება ექსპრეზიდენტზე სასაუბროდ. ხაზარაძე ამტკიცებს, რომ მათ კუჭავასგან უარი მიიღეს, შეხვედრიდან ორ საათში კი სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს.
"გორი თვითონ ახსენა. გორიც შეიძლება ამ სიაში იყოსო [იკითხა]. ჩვენთვის გორიც მისაღები იქნებოდა და ნებისმიერი კლინიკა მისაღები იქნებოდა. მთავარია, ლაპარაკი იყო, რომ ციხეში მას რამე არ დამართნოდა. რა მოხდა რეალურად? ზუსტად ამ შეხვედრის მერე მან თქვა, რომ მე ეს გავლენა არა მაქვს — უნდა ვთქვა, რადგანაც მან გახსნა ეს თემა, მაქვს უფლება, რომ მეც ვთქვა, რაზეც იყო იქ საუბარი — მან თქვა, რომ ალბათ გაჭირდება ამის ორგანიზება, რაც პრაქტიკულად დადასტურდა, იმიტომ, რომ ჩვენ რომ გვხვდებოდა, ამ დროს სპეცოპერაცია მზადდებოდა თურმე და ორ საათში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს გლდანში.
ე.ი. ან საქმის კურსში არ არის საერთოდ ეს სპიკერი და მე ასე მგონია, რომ საერთოდ არავინ არაფერს არ ეკითხება, სამწუხაროდ და მეორე შემთხვევაში, არანაირი ზეგავლენა არ ჰქონდა, რომ ეს შეხვედრა ჩანიშნულიყო", — განაცხადა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში.
15 ნოემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ოპოზიციამ მას სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადასაყვანად შუამდგომლობას სთხოვდა. კუჭავას მტკიცებით, ამ შეთავაზებიდან მეორე დღეს თავად ოპოზიციამ გააჟღერა ინფორმაცია, თითქოს ეს იდეა ქართულ ოცნებას ეკუთვნოდა და ისინი სააკაშვილის ოსებისთვის გადაცემას აპირებდნენ.
1-ელ ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, შემდეგ კი "ოსური სპეცრაზმის" მიერ მისი გატაცება იგეგმებოდა. პენიტენციურმა სამსახურმა უარყო, რომ სააკაშვილი გორში გადაჰყავთ.
8 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გაიყვანეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადეს, რომ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, მაგრამ მზად იყვნენ მის მისაღებად.
-
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
კომენტარები