ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილთან ისევ არ შეუშვეს
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ექსპრეზიდენტის სანახავად ისევ არ შეუშვეს. მისი თქმით, სთხოვეს დალოდებოდა ნებართვის გაცემას, თუმცა თითქმის 6 საათიანი ლოდინის შემდეგ უთხრეს, რომ უკვე გვიანია და შეხვედრა გადაედო. აღსანიშნავია, რომ მას სააკაშვილის ნახვაზე უარი გუშინაც იგივე მიზეზით უთხრეს. ყიფშიძე ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოსთან ხვალ დილით მივა და იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაში მაინც მოახერხებს პაციენტის ნახვას. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე განახლებულ ინფორმაციას არ ფლობს.
"მიზეზი სულ სხვადასხვანაირია: ხან დაკავებულია, ხან მითხრეს, რომ მოიცადე და ა.შ. ახლა, ბოლო მიზეზი მითხრეს, რომ ძალიან გვიან არის და რასაკვირველია, შესვლა, ჯობია, გადავდოთ ხვალისთვისო [...] მე არ ვიცი რას შეიძლება უკავშირდებოდეს, მაგრამ, ეს ნამდვილად არანორმალური ფაქტია, ჩემი აზრით. ვერაფრით ვერ ვნახე ავადმყოფი უკვე მესამე დღეა, მე მგონი", — განაცხადა ყიფშიძემ.
რამდენიმე საათის წინ ყიფშიძეს ციხის საავადმყოფოში შესვლაზე უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ ექსპრეზიდენტთან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი ინიციატივით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრები იყვნენ. ყიფშიძე ამბობდა, რომ პაციენტის მონახულება სწორედ კონსილიუმთან ერთად უნდოდა, თუმცა რადგან არ უშვებდნენ გადაწყვეტილი ჰქონდა ექსპრეზიდენტი მათი გამოსვლის შემდეგ მოენახულებინა. ლომჯარიასა და ექსპერტთა ჯგუფის მიერ ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყიფშიძეს განუცხადეს, რომ ახლა უკვე გვიანია და სააკაშვილის სანახავად სხვა დროს მოსულიყო.
რაც შეეხება სახალხო დამცველსა და მისი ინიციატივით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მათ მიეცათ სრულყოფილი შესაძლებლობა შეესწავლათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება და ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარება. სახალხო დამცველი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მოამზადებენ წერილობით დასკვნას შეხვედრის შესახებ. კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას პირველადი შეფასებით კი ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები