ირაკლი კობახიძე ომბუდსმენისა და ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობაზე საუბრობს
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის დასკვნას "ფეიკს" უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გახდება და ამას მოჰყვება ის სცენარი, "რომლისაც ეშინიათ", მას შესაძლოა, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობაც მოჰყვეს.
"ამ ეტაპზე, ეს არის ერთი მორიგი ფეიკი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ამ ფეიკს მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში, ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება, პირდაპირ პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის, ომბუდსმენის და მათ შორის, კონკრეტული ექიმების", — ამბობს ის.
მისი თქმით, ექიმთა ჯგუფს, სინამდვილეში, შიმშილობის შემდგომი მკურნალობის დასკვნა უნდა მოემზადებინა, თუმცა ეს რომ არ გააკეთეს, ამით სახალხო დამცველის "პოლიტიკური მიკერძოება" კიდევ ერთხელ დადასტურდა.
"მათ სინამდვილეში უნდა მოემზადებინათ დასკვნა, ე.წ. refeeding-თან დაკავშირებით, რაც უკავშირდება შიმშილობის შემდგომ მკურნალობას, ერთი მარტივი მიზეზის გამო — სააკაშვილი აცხადებს, რომ მას აღარ აქვს პოლიტიკური მოთხოვნა, ის აღარ შიმშილობს პოლიტიკური მოთხოვნით, მისი ერთადერთი მოთხოვნა ეს არის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. თუ მას ექნება უზრუნველყოფილი, მისი თქმით, შიმშილობის შემდგომი სათანადო მკურნალობა, ამ შემთხვევაში ის წყვეტს უკვე შიმშილობას", — აცხადებს ის.
ქართული ოცნების წევრები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხშირად ადანაშაულებენ პარტიულობასა და მიკერძოებულობაში. ამ მხრივ ყველაზე მეტად გამოირჩევა ირაკლი კობახიძე. 25 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის "ერთ-ერთ რიგით აქტივისტად აქციეს". ამასთანავე, კობახიძე პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრებსაც.
ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ ომბუდსმენს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროპარლამენტარები გამოექომაგნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკას ნაცვლად, ქებას იმსახურებს.
ექსპრეზიდენტის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი 17 ნოემბერს წარადგინა. ჯგუფის მიზანი იყო, რომ შეაფასოს რამდენად შეესაბამება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.
გუშინ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ექიმების დასკვნის მიხედვით, ამ პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს. მბუდსმენის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მმართველ გუნდში კრიტიკა გაძლიერდა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები