საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთ მარცხია — თორნტონი
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში, ლორა თორნტონი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს, რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანოა ქვეყანაში.
"ადრეც ვთქვი, რომ დამოუკიდებელი ორგანოების არარსებობა — შემდგომი კონტროლი და ბალანსირება — საქართველოს სისუსტე იყო. ომბუდსმენის ინსტიტუტი ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო. ახლა საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ამ ინსტიტუტს და კანონს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთ მარცხია", — წერს ის.
სახალხო დამცველის შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნის შემდეგ, სადაც ეწერა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ქართული ოცნების წევრებმა, ომბუდსმენისა და ამ ჯგუფის კრიტიკა დაიწყეს. მეტიც, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ მუქარისშემცველი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თუ ეს "ფეიკ" დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გახდება და ამას მოყვება ის სცენარი, "რომლისაც ეშინიათ", შესაძლოა, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. პასუხად ომბუდსმენმა განაცხადა, რომ კობახიძის რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს და არის დაშინების მცდელობა.
ომბუდსმენი გააკრიტიკეს ქართული ოცნების სხვა წევრებმაც, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რო ლომჯარია პოლიტიკურ პროცესში "ცოტა სხვა მხარეს" არის გადახრილი. სოზარ სუბარის განცხადებით, კი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი იმაზე მეტჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების წევრები სახალხო დამცველს თავს ესხმიან და პარტიულობასა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ მათდამი კრიტიკული განცხადებების გამო. ამ მხრივ ყველაზე მეტად კობახიძე გამოირჩეოდა, რომელმაც 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის "ერთ-ერთ რიგით აქტივისტად აქციეს".
ამავე თემაზე:
- ომბუდსმენზე თავდასხმა მიუღებელია, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ამ ინსტიტუტს — Amnesty International
- კობახიძის განცხადება ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტია — სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება
- თუ სააკაშვილს რამე დაემართება, პასუხისმგებლობა დადგება მათი, ვინც ექიმების დასკვნა არ გაითვალისწინა — ბაქრაძე
- კორძაიას შეფასებით, სახალხო დამცველზე მუქარა ყველანაირ ზღვარს სცილდება
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები