სახალხო დამცველზე თავდასხმის ან მუქარის მცდელობები მიუღებელია — დეგნანი
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველზე მუქარა და თავდასხმის მცდელობები მიუღებელია. მისი თქმით, ომბუდსმენი, გუნდთან ერთად დიდი ზეწოლის ქვეშ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და კრიტიკის ნაცვლად, ის იმსახურებს აღიარებასა და პატივისცემას.
"მცდელობები, რომ თავს დაესხან თუ დაემუქრონ სახალხო დამცველს მიუღებელია, რადგან სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებს ზუსტად იმას, რის უფლებასაც აძლევს მათ საქართველოს კონსტიტუცია. ისინი საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების დამცველები არიან და აკეთებენ აღსანიშნავ საქმეს ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, რათა წარადგინონ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია, რაც საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ და რისი სერიოზული ნაკლებობაცაა.
სახალხო დამცველი საკუთარ მოვალეობას ასრულებს პროფესიონალურად და მიუკერძოებლად და ამავდროულად შთამბეჭდავად. ამიტომაც ჩვენ გვჯერა იმის, რასაც მისი გუნდი წარადგენს და მათ ანგარიშებს შესაძლოა ენდონ საქართველოს მოქალაქეები, რადგან ეს ობიექტური და ზუსტი ინფორმაციაა. სახალხო დამცველი იმსახურებს დიდ მხარდაჭერას და როგორც აქამდე ვახსენე, ის იმსახურებს პატივისცემასა და აღიარებას და არა კრიტიკას", — განაცხადა მან.
სახალხო დამცველის შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნის შემდეგ, სადაც ეწერა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ქართული ოცნების წევრებმა, ომბუდსმენისა და ამ ჯგუფის კრიტიკა დაიწყეს. მეტიც, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ მუქარისშემცველი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თუ ეს "ფეიკ" დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გახდება და ამას მოყვება ის სცენარი, "რომლისაც ეშინიათ", შესაძლოა, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. პასუხად ომბუდსმენმა განაცხადა, რომ კობახიძის რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს და არის დაშინების მცდელობა.
ომბუდსმენი გააკრიტიკეს ქართული ოცნების სხვა წევრებმაც, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რო ლომჯარია პოლიტიკურ პროცესში "ცოტა სხვა მხარეს" არის გადახრილი. სოზარ სუბარის განცხადებით, კი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი იმაზე მეტჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების წევრები სახალხო დამცველს თავს ესხმიან და პარტიულობასა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ მათდამი კრიტიკული განცხადებების გამო. ამ მხრივ ყველაზე მეტად კობახიძე გამოირჩეოდა, რომელმაც 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის "ერთ-ერთ რიგით აქტივისტად აქციეს".
ამავე თემაზე:
- ომბუდსმენზე თავდასხმა მიუღებელია, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ამ ინსტიტუტს — Amnesty International
- კობახიძის განცხადება ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტია — სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება
- თუ სააკაშვილს რამე დაემართება, პასუხისმგებლობა დადგება მათი, ვინც ექიმების დასკვნა არ გაითვალისწინა — ბაქრაძე
- კორძაიას შეფასებით, სახალხო დამცველზე მუქარა ყველანაირ ზღვარს სცილდება
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები