მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს თავდასხმები სახალხო დამცველის მისამართით — NGO
არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ გახშირებული თავდასხმების გამო და მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას ყველა პირობა კონსტიტუციური ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობისთვის.
"ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გახშირებული თავდასხმების გამო. სახალხო დამცველი წარმოადგენს ერთადერთ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, რომელსაც სახელმწიფო მიტაცების პირობებში მმართველი პარტია ვერ აკონტროლებს", — წერია განცხადებაში.
განცხადებაში ორგანიზაციამ მკაცრად გააკრიტიკა კობახიძის განცხადება. მათ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს სახალხო დამცველის ორგანოს უფლებები და მოვალეობა და აღნიშნეს, რომ კობახიძის განცხადება შესაძლოა, კანონმდებლობით დასჯადი ქმედების ნიშნებსაც კი შეიცავდეს.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ორგანოა, რომელსაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ზედამხედველობა ევალება. შესაბამისად, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი, ისევე როგორც, გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი ვალდებულებაა. შესაბამისად, სახალხო დამცველის საქმიანობა ვერანაირად ვერ გახდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და ირაკლი კობახიძის განცხადების მიზანი ამ ინსტიტუტის საქმიანობის ხელშეშლა და მასზე ნეგატიური ზემოქმედების მცდელობა იყო. მეტიც, აღნიშნული განცხადება სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, წარმოადგენს უხეშ ჩარევას სახალხო დამცველის საქმიანობაში და, შესაძლოა, კანონმდებლობით დასჯადი ქმედების ნიშნებსაც კი შეიცავდეს" — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
-
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
-
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
-
ღია საზოგადოების ფონდი;
-
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
-
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
-
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
-
საფარი;
-
საზოგადოება და ბანკები;
-
მწვანე ალტერნატივა;
-
საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
-
მედიის განვითარების ფონდი;
-
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის.
სახალხო დამცველის შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნის შემდეგ, სადაც ეწერა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ქართული ოცნების წევრებმა, ომბუდსმენისა და ამ ჯგუფის კრიტიკა დაიწყეს. მეტიც, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ მუქარისშემცველი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თუ ეს "ფეიკ" დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გახდება და ამას მოყვება ის სცენარი, "რომლისაც ეშინიათ", შესაძლოა, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. პასუხად ომბუდსმენმა განაცხადა, რომ კობახიძის რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს და არის დაშინების მცდელობა.
ომბუდსმენი გააკრიტიკეს ქართული ოცნების სხვა წევრებმაც, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რო ლომჯარია პოლიტიკურ პროცესში "ცოტა სხვა მხარეს" არის გადახრილი. სოზარ სუბარის განცხადებით, კი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი იმაზე მეტჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში.
ამავე თემაზე:
- სახალხო დამცველზე თავდასხმის ან მუქარის მცდელობები მიუღებელია — დეგნანი
- ომბუდსმენზე თავდასხმა მიუღებელია, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ამ ინსტიტუტს — Amnesty International
- კობახიძის განცხადება ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტია — სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება
- თუ სააკაშვილს რამე დაემართება, პასუხისმგებლობა დადგება მათი, ვინც ექიმების დასკვნა არ გაითვალისწინა — ბაქრაძე
- კორძაიას შეფასებით, სახალხო დამცველზე მუქარა ყველანაირ ზღვარს სცილდება
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები