ომბუდსმენის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები მიუღებელია — მიატოვიჩი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარის, დუნია მიატოვიჩის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საქმიანობის გამო, საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები სახალხო დამცველის წინააღმდეგ, მიუღებელია.
"მივესალმები სახალხო დამცველის ოფისის ძალისხმევას, რომ დაიცვან ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტები ყველა იმ პირის მიმართ, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ხორციელდება", — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ეს საკითხები სტრასბურგში ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას განიხილა.
"ვენეციის პრინციპების თანახმად, წევრები ვალდებულები არიან, რომ ეფექტურად დაიცვან ომბუდსმენის ინსტიტუტი ნებისმიერი მუქარისა ან ქმედებისგან, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს რაიმე დაბრკოლებას სახალხო დამცველის ფუნქციონირებაში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ სახალხო დამვცველის, მისი აპარატისა და მასთან დაკავშირებული ექსპერტების ისეთ გარემოში მუშაობა, რაც ხელსაყრელია მათი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად", — აღნიშნავს ის.
როგორც მიატოვიჩმა აღნიშნა, მოუთმენლად ელის, რომ მომავალი წლის თებერვალში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, ეს და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილოს.
სახალხო დამცველის შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნის შემდეგ, სადაც ეწერა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ქართული ოცნების წევრებმა, ომბუდსმენისა და ამ ჯგუფის კრიტიკა დაიწყეს.
მეტიც, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ მუქარისშემცველი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თუ ეს "ფეიკ" დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გახდება და ამას მოყვება ის სცენარი, "რომლისაც ეშინიათ", შესაძლოა, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. პასუხად ომბუდსმენმა განაცხადა, რომ კობახიძის რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს და არის დაშინების მცდელობა.
ომბუდსმენი გააკრიტიკეს ქართული ოცნების სხვა წევრებმაც, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ ლომჯარია პოლიტიკურ პროცესში "ცოტა სხვა მხარეს" არის გადახრილი. სოზარ სუბარის განცხადებით, კი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი იმაზე მეტჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში.
ამავე თემაზე:
- სახალხო დამცველზე თავდასხმის ან მუქარის მცდელობები მიუღებელია — დეგნანი
- ომბუდსმენზე თავდასხმა მიუღებელია, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ამ ინსტიტუტს — Amnesty International
- კობახიძის განცხადება ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტია — სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება
- თუ სააკაშვილს რამე დაემართება, პასუხისმგებლობა დადგება მათი, ვინც ექიმების დასკვნა არ გაითვალისწინა — ბაქრაძე
- კორძაიას შეფასებით, სახალხო დამცველზე მუქარა ყველანაირ ზღვარს სცილდება
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები