10 რამ, რაც შენთვის ნაცნობი იქნება, თუ გიორგი გქვია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველოში თითქმის 193 ათასი გიორგი ცხოვრობს. ამგვარად ეს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სახელია. პოპულარობას კი, რა თქმა უნდა, თავისი პრობლემებიც ახლავს თან, რომელსაც 193 ათასივე გიორგი ვიზიარებთ. ასე რომ, თუკი გიორგი გქვიათ, დარწმუნებული ვარ, ამ ჩამონათვალიდან ყველა თუ არა, რამდენიმე სიტუაცია მაინც იქნება თქვენთვის ნაცნობი.
1. ყოველთვის გგონია, რომ შენ გეძახიან
ყველაფერი სკოლიდან იწყება, როცა კლასში რამდენიმე გიორგი ხართ და სულ იმაზე შფოთავ, მასწავლებელი შენს სახელს რომ ახსენებს, უნდა გასცე პასუხი თუ არა. კლასში "გიორგის" ხსენებაზე აწეული რამდენიმე ხელის შემდეგ უკვე ქუჩაში ინაცვლებ, სადაც ისევ ვიღაც გიორგის ეძახიან — ტრიალდები და ამჩნევ, რომ შენ გარდა, როგორც მინიმუმ, ათი ადამიანია გაჩერებული და ერთმანეთს მიჩერებული.
2. საერთო მეგობრების წყალობით ბევრ სეხნიას იცნობ
სამეგობროში, ან მით უმეტეს, სანაცნობოში, სეხნიების ნაკლებობას არასდროს ვუჩივით, მაგრამ ყოველთვის არსებობს ერთი მეგობარი, რომელიც გადაწყვეტს, რომ კიდევ ერთი გიორგი გაგვაცნოს.
— ნახე, ამასაც გიორგი ჰქვია...
— უი, რა დამთხვევაა!
3. ეგუები იმას, რომ შენ განსასხვავებლად სახელი არ კმარა
რა თქმა უნდა, არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში, არც სამსახურში და არც სხვა წრეში, ერთადერთი გიორგი არ ხარ, რის გამოც, გიწევს, რომ მეტსახელებს, გვარით მომართვას და თუნდაც გადანომვრას შეეგუო. ყოველ შემთხვევაში, თანამშრომლების ჩატში დღემდე გიორგი II ვარ (წესით "მეორე გიორგი", მაგრამ მე ცოტა მეფური იერი შევძინე).
4. სოციალურ ქსელში თავისუფალი ნიკის მოძებნა შეუსრულებელი მისიაა
აზრი არ აქვს, ფეისბუქის ანგარიშს აკეთებ, "ოდნოებს", თუ მეილის მისამართს — ყველა ადგილი დაკავებულია. ამის გამო, ისეთი უცნაური კომბინაციების მოფიქრება გიწევს, როგორიც giogiorgigio1996 არის.
5. სოციალურ ქსელში შენი მოძებნაც შეუსრულებელი მისიაა
როცა ახალგაცნობილი ადამიანი სოციალურ ქსელში შენთან დამეგობრების სურვილს გამოთქვამს, ალბათობა იმისა, რომ უახლოეს ნახევარ საათში მოგაგნებს, ძალიან დაბალია. მერე გიწევს პროფილის ფოტოს დეტალურად აღწერა: "აი, ძაღლთან გადაღებული ფოტო მიდევს, ვიღიმი და ის მლოკავს".
6. ახალგაცნობილებს სულ ეშლებათ შენი სახელი
ილონ მასკის შვილივით X Æ A-Xii რომ გრქმეოდა, შენი სახელი, რასაკვირველია, არავის შეეშლებოდა, მაგრამ სახელს 193 ათას ადამიანთან იზიარებ და ამიტომ, სანამ მას დაიმახსოვრებენ, რამდენჯერმე მაინც დაგიძახებენ დათოს, ნიკას ან სულაც ზურას.
7. უცხოელებს მუდამ იმას უხსნი, რომ გიორგი გქვია და არა ჯორჯი
სახელები, რა თქმა უნდა, არ ითარგმნება, მაგრამ Giorgi-ც კი "ჯორჯი" ხდება მათთვის, ვინც მშობლიურ ენაში i-ის წინამდებარე G-ს "ჯ"-დ წარმოთქვამს. ამიტომ, კონფერენციის ან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, ყოველთვის ისე გიწევს წარმოთქმის საგანგებო გზამკვლევის მომზადება, თითქოს რომელიმე ფენტეზი სამყაროდან გადმოსული პერსონაჟი იყო.
8. როცა "სხვაგან ხვდებიან", მაინც გგონია, რომ შენ გირეკავენ
სხვების არ ვიცი, თუმცა, იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როცა ტელეფონით დარეკვა მიწევს, მოსაუბრის ვინაობის დასაზუსტებლად სახელთან ერთად გვარს და ხშირად სამსახურსაც ვიყენებ. სწორედ ეს გაკვეთილი მასწავლა იმ ათობით ზარმა, როცა ჩემს ნომერზე გიორგის ურეკავდნენ, ოღონდ მე არა.
9. წელიწადში ორჯერ ათასობით ადამიანთან ერთად გნიშნავენ ფეისბუქპოსტზე
გიორგობა გიორგების "პროფესიული" დღეა და ამ დღეს, როგორც წესი, ფეისბუქპოსტებზე სრულიად საქართველოს გიორგებთან ერთად გვნიშნავენ. ცოტა ხანში კი შეტყობინებების ბლოკი ფეთქდება სამადლობელი ტექსტებით.
"ჩემთან ერთად ყველა გიორგის გილოცავთ!"
10. რაღაც მომენტში ფიქრობ, რომ ჯობდა, რამე უცნაური სახელი გრქმეოდა
არც უმადურები ვართ მშობლების მიმართ და მეტ-ნაკლებად "გიორგობის" ყველა გამოწვევასაც შევეგუეთ, მაგრამ იმ რამდენიმე წამით, როცა სხვას უყვირიან და შენ პასუხობ, მერე კი წითლდები, ფიქრობ, რომ ისევ ჯობდა, ფემისტოკლე, ფიზიკა, ანდაც მოქეიფე გრქმეოდა.
ბონუსი: შენი სახელობის სუვენირების და კოკა-კოლას მოძებნა ადვილია
თუმცა, ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ "გიორგობის" წყალობით, არც ჩვენი სახელობის ბეჭდის მოძებნა გვიჭირს სუვენირების მაღაზიაში და ბედნიერების გიორგისთან გაზიარებასაც ადვილად ვახერხებთ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები