ბიუჯეტი თავის თავზე როგორ უნდა მოირგოს გინდ ქართულმა ოცნებამ, გინდ სხვამ? — ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით შეფასება, რომ ქართული ოცნება ბიუჯეტის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს არაპროფესიონალურია. მისი თქმით, თუ მოსახლეობას რომელიმე პროექტი არ მოსწონს, ამაზე საკრებულოს უმრავლესობამ უნდა იმსჯელოს.
"იმდენად არაპროფესიონალურია ეს შეფასება, რას ჰქვია, ბიუჯეტი თავის თავზე როგორ უნდა მოირგოს გინდ ქართულმა ოცნებამ, გინდ ნებისმიერმა სხვამ? არსებობს პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს კონკრეტული რეგიონისთვის [...] თუ რამე ისეთი არსებობს, რომელიც მოსახლეობას არ გამოადგება, ამისთვის ჰყავს საკრებულოში უმრავლესობა, რომელსაც შეუძლია ამ საკითხებზე იმსჯელოს. მაგრამ მსჯელობის პროცესში არ უნდათ შემოსვლა", — განაცხადა მან.
გუშინ, 26 ნოემბერს ზუგდიდსა და ბათუმში საკრებულოს სხდომების პარალელურად ხმაური იყო. ოპოზიცია ძველი საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას აპროტესტებდა. მიუხედავად მათი პროტესტისა, ორივე ქალაქში საკრებულოების ძველმა შემადგენლობებმა 2022 წლის ბიუჯეტები დაამტკიცეს.
პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი და დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაემტკიცებინა მუნიციპალური ბიუჯეტები ძველი საკრებულოს პირობებში. ის ამბობდა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების შეკრებამდე მიიღოს გადაწყვეტილება.
ამაზე ისაუბრა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ ძველი საკრებულოების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის წინასწარ დამტკიცება მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მიმდინარე პროტესტის ფონზე სუბარს მიაჩნია ისიც, რომ ეს "ყველაზე სწორი" და "განვითარებაზე ორიენტირებული" გადაწყვეტილებაა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი საკრებულოების ძველი შემადგენლობით ბიუჯეტების დამტკიცებას "ძალაუფლების მიტაცებას" უწოდებს და ამბობს, რომ ამ პროცესს აუცილებლად წაიღებენ სასამართლოებში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები