სასამართლოსთან გამართული აქციის მონაწილეები პროტესტიდან მესამე დღეს დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით აქტივისტები დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 3 პირი: 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.
ამავე დღეს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის განხორციელების ბრალდებით, დაკავებულია, 1974 წელს დაბადებული ბ.თ.
დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — აცხადებენ უწყებაში.
მათი განცხადებით, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მოთხოვნას, რომ ჩამოსულიყვნენ დაცვის ჯიხურიდან და პროტესტი უსაფრთხო ადგილას გაეგრძელებინათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას — დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ. ბრალდებული ბ.თ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბ.თ.-სთან ერთად დაცვის ჯიხურზე მყოფი მეორე ბრალდებული ე.ს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს სიმაღლიდან გადაგდების მიზნით ფიზიკურად დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად განაგრძო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა", — აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
"ამავე ბრალდებით დაკავებულმა ლ.ს.-მ და ს.გ.-მ აქციის მსვლელობისას, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკურად იძალადეს თბილისის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე
კანონდარღვევის ფაქტების ამსახველი მასალების შესწავლის და ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1 დეკემბერს ე.ს. და ლ.ს. პოლიციელის წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით იქნენ დაკავებული. ხოლო ს.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ახალციხეში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს", — აცხადებს შსს.
29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობდა. სხდომის პარალელურად სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერი აქციაც გაიმართა. აქციაზე იყო დაპირისპირება მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ოპერატორები. სასამართლოს ეზოში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც გამოიყენეს. ჯამში, დაკავებულია 15 ადამიანი — მათ შორის, ბესიკ თამლიანი, რომელსაც ბრალად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად.
ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესს თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. ამ სხდომამდე სააკაშვილს სამჯერ უთხრეს უარი საკუთარ პროცესზე დასწრებაზე, მიზეზად იუსტიციის სამინისტრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და უსაფრთხოებას ასახელებდა. საერთაშორისო პარტნიორები, უფლებადამცველები, ომბუდსმენი, ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უნდა შეეზღუდოს საკუთარ სხდომაზე დასწრების უფლება.
გუშინდელ სხდომაზე ექსპრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის უფლება მისცეს — მან სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლასა და შიმშილობაზე, გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანასა და მკურნალობაზე ისაუბრა. სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა დარბაზი დატოვა და სხდომა მის გარეშე გაგრძელდა.
გაიგეთ რაზე ისაუბრა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე:
- ჩემ მიერ ამნისტირებული სამართალდამცავი თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში — სააკაშვილი
- სააკაშვილი: გავხდი საქართველოს პირველი მმართველი ლუარსაბ მეფის შემდეგ, ვინც პატიმრობაშია
- ამნისტია კი არ მოხდა, 2-ჯერ შემცირება მოხდა საპატიმრო ვადის — სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე
- ეს იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები — სააკაშვილი ციხეში მისდამი მოპყრობაზე
- სააკაშვილი: რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, რომელიც ჩემთვის უსიამოვნო საყურებელია და დღემდე ცუდად ვიგონებ, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?
- მიხეილ სააკაშვილი: ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა?
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები