10 პროდუქტი, რომელიც ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად გაძვირდა — ნოემბრის სტატისტიკა
საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12,5% იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. აღსანიშნავია, რომ ნოემბერში 10 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან 6 სურსათს მიეკუთვნება. ამასთან, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა ბენზინი და დიზელის საწვავი.
საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 17%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,35%-იანი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, 20,2%-ით არის გაძვირებული ტრანსპორტის ჯგუფში შემავალი პროდუქტები, რამაც ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი 2,5%-ით გაზარდა.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ჭრილში ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა კავშირგაბმულობისა.
ასეთია იმ 10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც ნოემბერში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:
- კომბოსტო — გაძვირდა 96,7%-ით;
- ბადრიჯანი — გაძვირდა 74,8%-ით;
- ქლიავი — გაძვირდა 58,4%-ით;
- თერმომეტრი — გაძვირდა 47,6%-ით;
- ბენზინი — გაძვირდა 44,7%-ით;
- ლურსმანი — გაძვირდა 43,7%-ით;
- კვერცხი — გაძვირდა 41,6%-ით;
- ყურძენი — გაძვირდა 41,4%-ით;
- მზესუმზირის ზეთი — გაძვირდა 40,8%-ით;
- დიზელის საწვავი — გაძვირდა 40,4%-ით.
გარდა ამისა, ფასები მომატებულია კიდევ 260 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ნოემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, გაიაფდა 25 დასახელების პროდუქტი.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12,8% იყო, სექტემბერში — 12,3%, აგვისტოში — 12,8%, ივლისში — 11,9% იყო, ივნისში — 9,9%, მაისში — 7,7%, ხოლო აპრილსა და მარტში — 7,2%.
აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დარეგულირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაიზარდა. მას შემდეგ სებ-მა ეს განაკვეთი ორჯერ დატოვა უცვლელად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში 13,05%-იანი ინფლაცია იქნება და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მე-16 ადგილს დაიკავებს.
როგორც ცნობილია, სებ-ის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი, ანუ დასაშვები დონე 3%-ია. ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის დარეგულირებას 2022 წლიდან ელოდება.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები