ზოგი წერს, რა ცუდია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთო, ცუდი არის ის, რაც მოხდა — ხოშტარია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
დეპუტატ ელენე ხოშტარიას თქმით, უხარია, რომ მისი ჯიბიდან გადაიხდის 2013 წლის 17 მაისს დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციას. ასე ეხმაურება ის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც სახელმწიფოს ამ ადამიანებისთვის €193 500-ის გადახდა დააკისრა.
"ზოგი წერს, რა ცუდია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთო. ცუდი, რაც მოხდა ის არის. პლიუს, დიახ, ყველამ უნდა გავინაწილოთ პასუხისმგებლობა იმ სიველურის გამო, რომელსაც ამ ქვეყნის უმრავლესობა ახორციელებდა და მერე 5 ივლისსაც გაიმეორეს, იმიტომ, რომ ერთხელ გაუვიდათ. სიმართლე ვთქვათ, დიდი წინააღმდეგობაც არ შეხვედრიათ. ამიტომ დიახ, ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპენსაციას, ჩვენი ჯიბიდან", — წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ხოშტარია ამბობს, რომ 2013 წლის 17 მაისს ისიც თავისუფლების მოედანზე იდგა. მისი შეფასებით, ამ დღეს ლგბტქ+ ადამიანებს უთხრეს, რომ მათი არსებობა არ უნდოდათ, სტრასბურგის სასამართლომ კი ყველას აჩვენა, რომ ისინი დაუცველები არ არიან.
"თვალწინ მიდგას 17 მაისს ის სახეები, თვალები, მოძრაობები, როცა სასულიერო პირები, გავეშებული უმრავლესობა და სახელმწიფო ერთად დაესხა თავს ათეულობით ადამიანს. არავის არაფერს რომ არ უშავებ და მხოლოდ არსებობის გამო სასიკვდილოდ რომ გიმეტებენ. მე თავისუფლებაზე ვიდექი და მახსოვს საკუთარი შიშიც როცა შავი აგრესიული ტალღა წამოვიდა.
იმ მომენტში ამ ხალხს უთხრეს, შენი არსებობა არ გვინდაო, მოგერევითო, გაგსრისავთო. დღეს ყველას გვითხრა სტრასბურგმა, რომ არ არიან ისინი დაუცველები. სადღაც მაინც არსებობს რაღაც ინსტიტუტი, რომელიც არ დააჩაგვრინებს", — აცხადებს ხოშტარია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმის დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს €193 500-ის გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 16 დეკემბერს გამოაცხადა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ყველა აპლიკანტის მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 3); დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება (მუხლი 11) დისკრიმინაციულად (მუხლი 14).
სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ლგბტ დემონსტრანტების ბრბოსგან დასაცავად ხელისუფლებამ ზომები ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენასთან დაკავშირებული რისკების შესახებ საქმის კურსში იყო. გარდა ამისა, სასამართლო ამბობს, რომ არსებობდა მტკიცებულებები, კერძოდ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, რომ მზადდებოდა ძალადობა.
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები