აზულა, ავატარი კიოში და სხვები — ავატარის სერიალის კიდევ რამდენიმე მსახიობის ვინაობა გავიგეთ
ავატარის სერიალში, რომელსაც ნეტფლიქსი იღებს, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობის ვინაობა შევიტყვეთ.
ელიზაბეთ იუ ცეცხლის ბატონი ოზაის შვილს და ზუკოს დას, აზულას, განასახიერებს. პერფექციონისტი და მიზანდასახული აზულა ფანებს არცთუ კარგად ახსოვთ, რადგან იგი ტახტის მემკვიდრის ადგილის დასაკავებლად ყველაფერზეა წამსვლელი.
რაც შეეხება კიოშის ქალის მეომრების შეუპოვარ და უშიშარ ლიდერს, სუკის — სერიალში მის როლს მარია ჩჟანი შეასრულებს. სუკის დედის და კუნძულის თავგამოდებული მცველის, იუკარის, როლს თემლინ ტომიტა მოირგებს.
აი, თავად ავატარი კიოშის შემსრულებელი კი ივონ ჩეპმენი იქნება.
ამ დროისთვის ბოლო სიახლე სამხრეთის წყლის ტომის წინამძღოლისა და კატარასა და სოკას ბებიის, კანას, შემსრულებელია. მისი როლი კეისი კემპ-ჰორინეკს ერგო.
გარდა ამ სიახლეებისა, უკვე ვიცით მთავარი გმირების, ასევე აიროს, გიაცოს, ჟაოსა და ცეცხლის ბატონი ოზაის შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც.
სერიალზე მუშაობის დაწყების შესახებ ნეტფლიქსმა თავდაპირველად 2018 წელს განაცხადა. თუმცა, გასულ წელს კომპანიას ავატარის შემქმნელებთან, მაიკლ დანტე დიმარტინოსა და ბრაიან კონიეცკოსთან, "შემოქმედებითი ხედვების აცდენის" გამო უთანხმოება მოუხდა.
"მივხვდი, რომ სერიალის შემოქმედებითი მიმართულების მართვა არ შემეძლო, თუმცა, ამაზე პასუხის გაცემა ნამდვილად შეიძლებოდა", — განაცხადა მაშინ დიმარტინომ, — "ნეტფლიქსის სერიალს კარგი პროდუქტის პოტენციალი ნამდვილად აქვს, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეკრანზე რაც უნდა გამოვიდეს, ის არ იქნება, რის გაკეთებასაც მე და ბრაიანი ვაპირებდით".
ნაით შიამალანის 2010 წელს გამოსული ფილმის შემდეგ ეს ავატარის პირველი "ლაივ-ექშენ" ეკრანიზაციაა. ნეტფლიქსის პროექტის შემქმნელის, ალბერტ კიმის განცხადებით, ტექნოლოგიები იმ დონემდე განვითარდა, რომ სერიალს ახლა არა მხოლოდ ანიმაციაში შექმნილის ზუსტად გადმოცემა, არამედ სამყაროსათვის სხვა ხიბლის მიცემაც კი შეუძლია.
ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს მაყურებელი სერიალს. ამჟამად გადაღებები ვანკუვერში მიმდინარეობს.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები