თურქეთი იმედოვნებს, რომ 3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრას საქართველოც შეუერთდება
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო 3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც შესაძლოა თურქეთში გაიმართოს.
"ჩვენ (აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი) ჯეიჰუნ ბაირამოვი და მე გავცვალეთ მოსაზრებები მოსკოვში 3+3 ფორმატში რეგიონული კონსულტაციების გამართვასთან და ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მოუთმენლად ველით შემდეგი შეხვედრის გამართვას თურქეთში და ვიმედოვნებთ, რომ მას საქართველოც შეუერთდება, — განაცხადა ჩავუშოღლუმ.
რუსული სააგენტო რია ნოვოსტის თანახმად, ამის შესახებ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს 19 დეკემბერს ისლამაბადში განუცხადა, სადაც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას განიხილავდნენ.
3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. მასში საქართველო არ მონაწილეობდა, თუმცა შეხვედრაზე დროშა მაინც დაკიდეს. დროშის დაკიდებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მათთვის მიუღებელია.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეხვედრას არ ესწრება, მისთვის კარი ღია რჩება.
3+3 ფორმატი მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით, შეიქმნა. მასში მონაწილეობს რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი და ის რეგიონული ფორმატის თანამშრომლობას გულისხმობს.
7 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ "ძალიან ძნელია დაჯდე ამ ფორმატში" რუსეთთან ერთად ოკუპაციის პირობებში. თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ აუცილებელია, საქართველო ჩართული იყოს ყველა მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტში, მაგრამ "არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაცა დათმობის ხარჯზე". მინისტრის ნათქვამმა კრიტიკა გამოიწვია. პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზალკალიანის ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა და არ განიხილავენ ე.წ. 3+3 ფორმატში მონაწილეობას რუსეთთან ერთად.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები