საქართველოში ომიკრონის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ომიკრონის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა, ანუ ქვეყანაში დღეისთვის ამ შტამით 29 ინფიცირებული გვყავს. მისი თქმით, ეს მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია და რეალურად შესაძლოა უფრო მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული. გამყრელიძე ამბობს, რომ ომიკრონმა გავრცელება დაიწყო.
"ამ ეტაპისთვის დაემატა კიდევ [ომიკრონის] 5 შემთხვევა, რომელიც დადასტურდა ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში, ანუ სულ დადასტურებულია დღეისთვის 29 ლაბორატორიულად. მაგრამ, ალბათ გაცილებით მეტია, რადგან იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვთ ყველა ლაბორატორიაში, ჩვენ მიერ 30 ნოემბერს დაგზავნილი, სად შეიძლება მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები უფრო და უფრო გახშირდა ბოლო დღეების განმავლობაში.
მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება, დაშვებული იყოს, რომ არის ომიკრონი და ხდება მისი გადამოწმება შემდეგ ლუგარის ცენტრში, დაახლოებით 50%-ში ამ შემთხვევებისა დასტურდება, რომ გახლავთ ომიკრონის შტამი. ანუ, ფაქტობრივად, დაიწყო მან უკვე ცირკულაცია ქვეყანაში და როგორც ვპროგნოზირებდით ჩვენთანაც ვრცელდება", — განაცხადა მან პირველი არხის ეთერში.
მისივე განცხადებით, ომიკრონის დადასტურებული შემთხვევები მსუბუქად მიმდინარეობს და მხოლოდ ერთ ინფიცირებულს დასჭირდა სტაციონარული მკურნალობა. ამასთანავე, გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულების უმრავლესობა ვაქცინირებულია.
20 დეკემბერს საქართელოში ომიკრონის პირველი 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ომიკრონი სამხრეთ აფრიკაში 25 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. ომიკრონის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენები აკრძალეს. რეგულაციები დაწესდა საქართველოშიც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 8 ქვეყნიდან შემოსულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები