ჩემთვის სააკაშვილი არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი — მარგველაშვილი
საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "პუტინის პატიმარია". მარგველაშვილმა სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა და განაცხადა, რომ "უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა" იყო.
"ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და აი ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული პუტინთან დაპირისპირებაში [მყოფი] ადამიანი და პოლიტიკოსი, არა მარტო საქართველოს კონტექსტში, არამედ სხვა თვალსაზრისითაც. რამდენიც არ უნდა გვქონდეს ჩვენ უთანხმოებები ერთმანეთთან ან წარსულში, ან მომავალში, ეს არის ადამიანი, რომელიც ... პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დაამატა, რომ ეს დამოკიდებულება სააკაშვილთან პირადად საუბრის შემდეგ გაუმძაფრდა.
მარგველაშვილის ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტებმა ისაუბრეს უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და შეთანხმდნენ, რომ მთავარი აქტორი, ვინც რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს არის რუსეთი. მარგველაშვილის თქმით, საუბარი შეეხო სამი პრეზიდენტის შეხვედრის აუცილებლობაზეც, რათა გარე საფრთხეების ფონზე ქვეყნის შიგნით მაინც დაიწიოს პოლიტიკურმა ტემპერატურამ.
გიორგი მარგველაშვილი 20 დეკემბერს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სწორედ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიმართა მან შესაბამის უწყებებს და სააკაშვილთან შეხვედრა მოითხოვა.
სამი პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატორი სწორედ მარგველაშვილია, თუმცა თავდაპირველად ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა. 10 დეკემბერს, მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. აშშ-ში მყოფ პრეზიდენტს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოეხმაურა და ასევე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იდეა შეახსენა.
ამის შემდეგ, 16 დეკემებერს სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე სპეციალურ საახალწლო მიღებაზე, როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია და ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა პოლარიზაციის გადაჭრის გზად სწორედ ერთიანი ძალისხმევა დაასახელა. მისი განცხადებით, შერიგება ვერ იქნება წინაპირობა, რადგან ის არის შედეგი. მისივე თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს მოსმენით, აზრების გაცვლით, გაგრძელდეს სიმართლის გაგებითა და შემდეგ შეიძლება, საბოლოო მიზანს მიაღწიო.
საახალწლო მიღების შემდეგ პრეზიდენტი ეროვნულ თანხმობაზე სასაუბროდ ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს პოლიტიკოსებთან, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და სახელმწიფო ინსპექტორთან. სწორედ ამ ფორმატში შეხვდა ზურაბიშვილი მარგველაშვილს 20 დეკემბერს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები