ბექა ვარდოსანიძე გაათავისუფლეს
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბექა ვარდოსანიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სხდომა დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია დააჯარიმებენ თუ არა მას.
ვარდოსანიძის თანამოაზრის, ანტივაქსერული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზვიად ტომარაძის ფეისბუქლაივში ვარდოსანიძის ადვოკატი, თემურ ლომიძე ამბობს, რომ 11 იანვარს მოსამართლე მათ გადასცემს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი დააჯარიმებენ თუ არა ვარდოსანიძეს.
თემურ ლომიძის ინფორმაციით, იგი პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, 31 დეკემბერს დააკავეს. როგორ სასამართლო სხდომაზე ვარდოსანიძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ თქვა, შეურაცხყოფა მან პოლიციელს სატელეფონო საუბრისას მიაყენა.
სავარაუდოდ, ბექა ვარდოსანიძეს პოლიციასთან კომუნიკაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის საჩივრის შემდეგ ჰქონდა. ჟურნალისტმა ჰომოფობიური, პრორუსული და ულტრამემარჯვენე ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს პოლიციაში უჩივლა. ქეთი თუთბერიძე აცხადებს, რომ პოლიციას ვარდოსანიძის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და რეპუტაციის მიზანმიმართულად შელახვის გამო მიმართა.
24 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისთან ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფის, ალტ-ინფოს პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე, სადაც 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა არ ჰქონდა. კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს, ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
აქციის შემდეგ თუთბერიძემ დაწერა პოსტი, სადაც საუბრობდა, რომ დღეს ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიაა. მისი თქმით, 2013 წლიდან ხშირია მის მიმართ აგრესია და მუქარა პრორუსული და ულტრამემარჯვენე ჯგუფებიდან, მესენჯერშიც ხვდება აგრესიული შინაარსის შეტყობინებები, თუმცა ამბობს, რომ საკუთარ პროფესიაზე უარის თქმას არ აპირებს.
ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მუქარის პირველი შემთხვევა არ არის. 5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.
ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები