ჰარი პოტერის 10 ვარსკვლავი, რომელიც საიუბილეო გადაცემის ყურებისას თვალში მოგვაკლდა
2022 წელი ჰოგვორტსში დაბრუნებით დავიწყეთ. ჰარი პოტერის პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად 1-ლ იანვარს სპეციალური გადაცემა გამოვიდა, რომელმაც ბლოკბასტერების სერიაში მონაწილე მსახიობები და მომუშავე პერსონალი გააერთიანა. მართალია, თითქმის ორსაათიანმა გადაცემამ ბევრი გულის ამაჩუყებელი მომენტი მოიცვა, თუმცა, რამდენიმე ადამიანის დანაკლისი მაინც იგრძნობოდა; იმ ადამიანების, რომელთა გარეშეც პოტერიადა ვერ წარმოგვიდგენია.
1. მაიკლ გემბონი (ალბუს დამბლდორი)
გადაცემაში არ გამოჩენილა მაიკლ გემბონი, რომელიც სერიაში მესამედან მერვე ფილმამდე ალბუს დამბლდორის როლს ასრულებდა. ჰოგვორტსის დირექტორის როლზე გემბონი მას შემდეგ დაამტკიცეს, რაც პირველსა და მეორე ფილმებში პერსონაჟის შემსრულებელი რიჩარდ ჰარისი გარდაიცვალა.
2. მეგი სმითი (მინერვა მაკგონაგელი)
საიუბილეო ეპიზოდში არ გამოჩენილა არც მეგი სმითი, რომელიც ყველა ფილმში გრიფინდორის კლუბის ხელმძღვანელისა და ტრანსფიგურაციის მასწავლებლის, პროფესორი მინერვა მაკგონაგელის როლს ასრულებდა.
3. ჯული უოლტერსი (მოლი უისლი)
გადაცემაში ბევრჯერ ახსენეს ჯული უოლტერსი, რომელმაც უისლების დედის როლი შეასრულა, თუმცა თავად მსახიობი ეპიზოდში არ გამოჩენილა. ამის მიზეზი უცნობია, მაგრამ 2020 წელს უოლტერსმა განაცხადა, რომ მსახიობის კარიერას ასრულებდა. მიუხედავად ამისა, საიუბილეო გადაცემაში ვიხილეთ მარკ უილიამსი, რომელმაც ართურ უისლის როლი ითამაშა.
4. დევიდ თიულისი (რემუს ლუპინი)
ორსაათიან გადაცემაში დიდი დრო დაეთმო გარი ოლდმანის (სირიუს ბლექისა) და დენიელ რედკლიფის (ჰარი პოტერის) საუბარს, რომლებმაც მნიშვნელოვანი მომენტები, მათ შორის გარდაცვლილ ალან რიკმანთან (სევერუს სნეიპთან) დაკავშირებული, გაიხსენეს. თუმცა, საინტერესო იქნებოდა, პოტერჰედების ერთ-ერთი საყვარელი პროფესორის, რემუს ლუპინის, შემსრულებელი დევიდ თიულისიც რომ გვეხილა.
5. ფიონა შოუ (პეტუნია დერსლი)
გადაცემაში ვერც ჰარი მელინგი (დადლი დერსლი) და ვერც ფიონა შოუ ვერ ვნახეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ვერნონ დერსლის შემსრულებელი რიჩარდ გრიფითსი 2013 წელს გარდაიცვალა, საიუბილეო ეპიზოდში დერსლების ოჯახიდან არავინ გამოჩენილა.
6. ემა თომპსონი (სიბილ ტრელოუნი)
ვინ-ვინ და ემა თომპსონიც თუ დაგვაღალატებდა, არ გვეგონა. მართალია, ლეგენდარულმა მსახიობმა ფილმების სერიაში მოკრძალებული როლი ითამაშა, თუმცა, სიბილ ტრელოუნის პერსონაჟი პოტერიადის სიუჟეტში მეტად მნიშვნელოვანია. მაგრამ რა ვიცით, ეგებ რამე ავის მომასწავებელი ნიშანი დაინახა ჩაის ფინჯანში და ამიტომ არ გამოჩნდა გადაცემაში...
7. რობერტ პეტინსონი (სედრიკ დიგორი)
შეიძლება თავად ეს დიდად არ მოსწონს, თუმცა, რობერტ პეტინსონი უფრო ბინდის ვარსკვლავია, ვიდრე ჰარი პოტერის. პეტინსონს პოტერიადის მიმართ თავის სიყვარულზე არაერთხელ უსაუბრია, თუმცა, საიუბილეო გადაცემაში გამოჩენით თავი მაინც არ შეიწუხა.
8. ბრენდან გლისონი (ალასტორ მუდი)
სპეციალურ ეპიზოდში ვერც ცეცხლოვან თასში გაცნობილი კიდევ ერთი პერსონაჟის, ალასტორ მუდის, შემსრულებელს მოვკარით თვალი. არ გამოჩენილა არც გლისონის შვილი, დონალი, რომელმაც ბოლო ორ ფილმში ბილ უისლის როლი ითამაშა.
9. დევიდ ბრედლი (არგუს ფილჩი)
ყველა პოტერჰედისთვის "საყვარელი" არგუს ფილჩის 80 წელს მიტანებული შემსრულებელი, დევიდ ბრედლი, გადაცემაში არ აღმოჩნდა. სხვათა შორის, არც მისის ნორისისთვის მოგვიკრავს თვალი...
10. დევონ მიურეი (სიმუს ფინიგანი)
თუ გაინტერესებთ, როგორ ჩაიარა საიუბილეო გადაცემამ, თანაც ახალ წელს, აფეთქებების გარეშე, პასუხი ცალსახაა — ეპიზოდში არ გამოჩენილა სიმუს ფინიგანის შემსრულებელი მსახიობი, დევონ მიურეი. თუმცა, მისი განუყრელი მეგობარი, დინ თომასი (მსახიობი ალფრედ ენოქი) ჰოგვორტსის დიდ დარბაზში ისევ ვიხილეთ.
გარდა ამ ათეულისა, საიუბილეო გადაცემაში კიდევ ბევრი პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობი მოგვაკლდა თვალში, მათ შორის ქეითი ლიანი (ჩო ჩენგი), ტიმოთი სპოლი (პიტერ პეტიგრიუ), უორვიკ დევისი (პროფესორი ფლიტვიკი და გრიპჰუკი), ჯიმ ბროუდბენტი (ჰორაციუს სლაგჰორნი) და კენეთ ბრანა (გილდეროი ლოკჰარტი). სპეციალურ ეპიზოდში არ მიუწვევიათ, თუმცა არქივიდან ამოღებული მასალით რამდენიმე წამით აჩვენეს პოტერიადის შემქმნელი ჯოან როულინგი.
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
კომენტარები