სპეკულაციებს, რომ ოპონენტს გაუსწორდნენ და ა.შ. ნიადაგი გამოეცალა — სარჯველაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე
პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის გარშემო არსებულ სპეკულაციებს, რომ პოლიტიკურ დევნას ჰქონდა ადგილი, "ყველანაირი საფუძველი გამოეცალა". დეპუტატის მტკიცებით, სასამართლომ დანაშაულის ფაქტი დაადასტურა, უბრალოდ თქვა, რომ მას სხვა სახელი ჰქვია.
"ფაქტის დადასტურების პრობლემა, ამ თვალსაზრისით, არ ყოფილა, ანუ ფაქტი, რომელიც ჩაითვალა, რომ არის დანაშაულებრივი, ამის დადასტურებას პრობლემა არ ჰქონია სასამართლოს განმავლობაში, სხდომის მიმდინარეობის დროს და განხილვების პროცესში. რაც შეეხება, შეფასებას, სამართლებრივს, რომ რა ჰქვია ამ დანაშაულს და ეს არის თაღლითობა, ფულის გათეთრება თუ კიდევ სხვა რამ, აი, ამასთან დაკავშირებით აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულებები. ოღონდ, დანაშაულია ორივე შემთხვევაშიო, მე ასე გავიგე.
[...] ერთი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა და პოლიტიკური სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, იმიტომ, რომ ოპონენტს გაუსწორდნენ და ა.შ. ამას დღეს გამოეცალა ყოველგვარი ნიადაგი, მიზეზიც აღარ აქვთ ამის სათქმელად", — განაცხადა მან.
მოსამართლე გიორგი არევაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განაჩენი გამოაცხადა. მან ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ. ბრალი გადაუკვალიფიცირდა იგივე საქმეში ბრალდებულ ავთანდილ წერეთელსაც. მას პროკურატურა ფულის გათეთრებაში ამსრულებლობასა და თანამონაწილეობას ედავებოდა, თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვს ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ მოსამართლემ წერეთელი თაღლითობაში ამსრულებლისა და თანამონაწილობისთვის ცნო დამნაშავედ.
საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს პროკურატურა და ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელიც. ხაზარაძემ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას სასამართლოს "ერთი კაცის მართლმსაჯულება" უწოდა. პროკურატურა კი აცხადებს, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები "სრულად გაიზიარა", თუმცა "არ დაეთანხმა" ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
კომენტარები